Vau.ge

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით. ეს მეთოდი გარანტირებულ შედეგს იძლევა

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით. ეს მეთოდი გარანტირებულ შედეგს იძლევა

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით შემუშავებულია ამერიკელი ექიმ პიტერ დ’ამოს მიერ.პიტერ დ’ამო ამტკიცებს,რომ თავდაპირველად,კაცობრიობის ჩამოყალიბების პერიოდში,არსებობდა მხოლოდ ერთი სისხლის ჯგუფი.საზოგადოების,სოფლის მეურნეობის,ფერმერობის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა სხვა ჯგუფებიც.ანუ ამერიკელი ექიმი სისხლის ჯგუფების წარმოქმნას უკავშირებს ადამიანის კვების ცვლილებას,მის გადასვლას ცხოველურიდან მცენარეულ და სხვა საკვებზე.მოდით ვნახოთ,თუ როგორ უნდა იკვებოდეს ადამიანი სისხლის ჯგუფის მიხედვით,ასევე თუ რა პროდუქტები უწყობენ ხელს გახდომაში მათ, ვისაც 1,2,3, და 4 ჯგუფის სისხლი აქვს.

დიეტა პირველი ჯგუფის სისხლისთვის

პირველი ჯგუფის სისხლის დიეტა გულისხმობს ხორცის პროდუქტების მოხმარებას.ეს იმით არის განპირობებული,რომ დედამიწის პირველი ადამიანები მხოლოდ ხორცით იკვებებოდნენ,რადგან საკვების მოპოვების ძირითადი მეთოდი მათთვის ნადირობა იყო.

ამ ჯგუფის სისხლს ვხვდებით დედამიწის მოსახლეობის 33.5%-თან.ეს ძლიერი,თვითკმაყოფადი ადამიანები არიან კარგი ჯანმრთელობით და შესანიშნავი იმუნიტეტით.

ამ ადამიანებს აქვთ წინაგანწყობა ისეთ დაავადებების მიმართ,როგორიცაა სისხლის დაბალი შედედება,ალერგია,კუჭის დაავადებები,ასევე ყოველგვარი ანთებები,მაგალითად ართრიტები.

ადამიანებს პირველი ჯგუფის სისხლი ეხმარებათ გახდომაში. ის პროდუქტები,რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში,ესენია:

ამგვარად,პირველი ჯგუფის სისხლის დიეტა ითვალისწინებს დიდი რაოდენობით დიეტური ხორცის და თევზის მოხმარებას.აი ფაფები,ნებისმიერი ბურღულეული,ცომეული და რძის პროდუქტები,კომბოსტო(გარდა ბროკოლისა),ყოველგვარი საწებლები და კეტჩუპები ჯობს ამოიღოთ რაციონიდან.

დიეტა მეორე ჯგუფის სისხლისთვის

დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელთათვის მნიშვნელობით განსხვავდება წინა დიეტისგან,რადგან მის ძირითად რაციონს შეადგენს მცენარეული საკვები.ეს იმით აიხსნება,რომ ჩვენი წინაპრები ნაყოფიერ მიწაზე დამკვიდრდნენ,დაკავდნენ სოფლის მეურნეობით და მათი რაციონი ძირითადად შედგებოდა არა ხორცის,არამედ მცენარეული საკვებისგან.რაციონის ცვლილებამ, ხორცეულისგან მცენარეულზე გადასვლამ,გამოიწვია მეორე სისხლის ჯგუფის გაჩენა.

ამ ადამიანებს გახდომაში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაეხმარებათ მხოლოდ ვეგეტარიანული ცხოვრების წესი.რეკომენდირებულია ამგვარი პროდუქქტის მიღება:

დასკვნის გამოსატანად,ავღნიშნოთ,რომ მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელებს ურჩევნიათ სრულად ბოსტნეულის დიეტას დაეყრდნონ.მთავარი მენიუ უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან ნებისმიერ ფორმაში,ცილების მიღება კი შეიძლება უცხიმო თევზისგან.სასმელად გამოიყენონ კომპოტები,მწვანე ჩაი,ყავა,წითელი ღვინო.კატეგორიულად აკრძალულია ამ პროდუქტების გამოყენება:ხორცის პროდუქტები,შავი ჩაი,ტკბილი გაზირებული სასმელები,ციტრუსის წვენები,მწარე კერძები,მჟავე ბოსტნეული(პომიდორი),ხილი და კენკრა,მარილიანი საკვები(დამწნილებული და დამარილებული),კარტოფილი,მაიონეზი,კომბოსტო(გარდა ბროკოლისა)

რადგანაც ამ ადამიანთა ორგანიზმი ვეგეტარიანელობაზეა აწყობილი,კუჭს აქვს დაქვეითებული მჟავიანობა,ამიტომ ხორცის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებები,წონის მომატება და სიმსუქნე.თუ მაინცდამაინც ხორცის მირთმევა გინდათ,მაშინ ეს უნდა იყოს ინდაურის ან ქათმის გულმკერდი.

დიეტა მესამე ჯგუფის სისხლისთვის

მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელთათვის დიეტა ითვალისწინებს მრავალფეროვანი საკვების მიღებას,როგორც ხორცის პროდუქტებისას,ასევე ბოსტნეულის და რძის პროდუქტების.თუ რატომ —ძნელი მისახვედრი არ არის!ისტორიის გაკვეთილებიდან ვიცით,რომ მიწათმოქმედების ათვისებასთან ერთად უძველესმა ადამიანებმა დაიწყეს ფერმერული მეურნეობის ათვისება.ცხოველების მოშენების შედეგად,რომლებიც რძეს იძლეოდნენ,ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს რძის პროდუქტების გამოყენება.ამის გარდა,ფერმერული მეურნეობის განვითარების პერიოდში ხდებოდა რასების აქტიური გადაადგილება,რის გამოც წარმოიქმნა ახალი სისხლის ჯგუფი — მესამე.

ამ სისხლის ჯგუფის მფლობელ ადამიანებს აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა,კვების ცვლილებასთან შეგუების შესაძლებლობა.თუმცა არაბალანსირებულ და არასწორ კვების დროს მათ უჩნდებათ ვირუსებისადმი არამდგრადობა,ასევე შაქრიანი დიაბეტით და სკლეროზით დაავადების რისკის წარმოქმნა.

ამ ადამიანებს დიეტოლოგები ურჩევენ დაბალანსირებულ კვებას,რომელიც შედგება შემდგი პროდუქტებისგან:

მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ხორციც,თევზიც,ხორბლეულიხ,თუმცა მათი ძირითადი რაციონი უნდა შედგებოდეს რძის პროდუქტებისგან.რძე,როგორც ერცერთი სხვა პროდუქტი მდიდარია ცილით,კარგადათვისებადი ცხიმებით,მინერალური ნივთიერებებით,ვიტამინებით A,B,E და ასე შემდეგ.

არ არის რეკომენდებული ზღვის პროდუქტების,ქათმის და ღორის ხორცის,სიმინდის,წიწიბურის,არაქისის და სეზამის თესლის მოხმარება – ზუსტად ისინი უწყობენ ხელს გასუქებას.

დიეტა მეოთხე ჯგუფის სისხლისთვის

მეოთხე სისხლის ჯგუფი ყველაზე იშვიათია(დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 4-7% აქვს),ეს არც არის გასაკვირი,რადგან ის ყველაზე ახალგაზრდაა.მეოთხე სისხლის ჯგუფის მფლობელ ადამიანს ყველაფრის მირთმევა შეუძლია.

ამ ადამიანებს ძალიან ფაქიზი გარე ზემოქმედებისთვის ღია იმუნური სისტემა და სუსტი საკვების მომნელებელი ტრაქტი აქვთ,ასევე დიდი რისკია ონკოლოგიური დაავადებების და გულის დაავადებების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ რომ არ დააყენონ,დიეტოლოგები მათ ურჩევენ,რომ დაიცვან ზომიერად შერეული დიეტა,ანუ მიირთვან შემდეგი პროდუქტები:

მეოთხე სისხლის ჯგუფის მფლობელებმა რაციიონიდან უნდა ამოიღონ ლორი,ბეკონი,წითელი ხორცი,ხორბალი,სიმინდი,წიწიბურა,წიწაკა,მზესუმზირის მარცვალი.

გასახდომად არ სჭირდებათ დიეტები,საკმარისია მიირთვან ნაკლები ხორცი,მეტი ბოსტნეული და ყველი ტოფუ,რომელიც ვიტამინ A და B-ს შესანიშნავი წყაროა.

მედიკოსთა მეტიწილი ,დიეტოლოგები და მეცნიერული მუშაკები სკეპტიკურად უყურებენ ამერიკელ პიტერ დ’ამოს თეორიას,თუმცა ამ დიეტამ უკვე მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა და დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.საქმე კი იმაშია,რომ ორგანიზმში სხვადასხვა პროდუქტის მოხვედრასთან ერთად,რომლებიც არ მიესადაგება სისხლის ჯგუფის მიხედვით,გამომუშავდება ანტისხეულები,რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებსა და მოუნელებლობას.ამიტომ,თუ საკვებად მხოლოდ იმ პროდუქტებს გამოიყენებთ,რომლებიც მიგესადაგებათ სისხლის ჯგუფის მიხედვით,თავს ბევრად უკეთ და კომფორტულად იგრძნობთ,სამუდამოდ დაივიწყებთ ჭარბ წონისა და გასუქების პრობლემებს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


 

Exit mobile version