შინდის სასარგებლო თვისებები. ის, რაც ყველას ორგანიზმს სჭირდება
შინდს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო მიზნით. შინდის ნაყოფში ბევრია შაქარი, ორგანული მჟავები. მასში შემავალ ვიტამინებს შორის აღსანიშნავია B3, C და P ვიტამინები. მთრიმლავი ნივთიერებები და ფიტონციდები შინდს ანტიმიკრობულ საშუალებად აქცევს. ძველად ადამიანები კბილებსა და პირის ღრუს შინდის რამდენიმე ნაყოფის მიღებით იწმენდდნენ.
რკინის შემცველობის მხრივ, შინდი მცენარეებს შორის ნამდვილი რეკორდსმენია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ბევრი სისხლის დაკარგვისას, ქალებში უხვი მენსტრუაციისას და სხვა.
შინდის შემადგენლობაში არტერიული წნევის დამრეგულირებელი ნივთიერებები შედის. ის სასარგებლოა როგორც ჰიპერტონიკების, ასევე, დაბალწნევიანებისთვის. შინდის მიღება კარგია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ხშირი თავის ტკივილების დროს. ის სკლეროზის პროფილაქტიკის ჩინებული საშუალებაა.
ვარიკოზული ვენები- C და PP ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, შინდი სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს ამკვრივებს, ამიტომ ექიმების მიერ რეკომენდებულია ვენების გაგანიერების, ვენური უკმარისობისას, ხნიერ ასაკში ფეხების დასიებისას.
იმუნიტეტის გაძლიერება- ეს კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. მიირთვით ვირუსების სეზონზე დღეში ნახევარი ჭიქა ქორფა შინდი და დაიცავით ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისგან. შედეგის გამყარებისთვის ჩაიტარეთ 10 -დღიანი კურსი.
სახის კანის მოვლა- თუკი გაწუხებთ აკნე და ანთებითი გამონაყარი კანზე, სისტემატიურად მიირთვით დღეში ერთი მუჭა შინდი. კანი სულ მალე გაგისუფთავდებათ და გამოგიჯანმრთელდებათ. ასევე, ნაოჭების წინააღმდეგ შეგიძლიათ შინდის ზეთი გამოიყენოთ. ის ერთ-ერთი საუკეთესო ანტი-ასაკობრივი საშუალებაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა- შინდი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს. საკვების ყოველი მიღების წინ (1-2 საათით ადრე) მიირთვით ერთი მუჭა შინდი
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა- შინდის მიღება - აუცილებელია დღის რაციონია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. შინდის ნახარში ეფექტურად წევს სისხლში შაქრის დონეს. დაიწყეთ შინდის წვენის სმა 50 მლ-მით ჭამამდე ნახევარი საათით წინ და ყოველდღიურად გაზარდეთ წვენის დოზა 200 მლ-მდე.
თირკმლების ფუნქციის გაძლიერება- შინდი შესანიშნავი დიურეტიკია. ის ასტიმულირებს შარდის გამოყოფას, შედეგად კი ხსნის შეშუპებას და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.