ჩია- ჯადოსნური მარცვლები თქვენი ორგანიზმისთვის. ჩემი საუზმის განუყოფელი ნაწილია
ჩიას თესლი- დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია მთელს მსოფლიოში მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე. დღეს მოგიყვებით, თუ რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პატარა მარცვლებს თქვენი ორგანიზმისთვის.
ჩიას თესლი იმაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ნებსიმიერი სხვა პროსუქტი. მის შემადგენლობაში შედის ცილები და ამინჟავები, ნახშირწყლები, უჯრედისი, მინერალები. ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, B1, B2, C, PP, K. ასევე, მიკროელემენტებს: რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი. და მაკრო ელემენტებს: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.
ჩიას სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის:
ჩიას თესლი შესანიშნავი საშუალებაა დიაბეტის წინააღმდეგ. მასში შემავალი ცილები, ნახშირწყლები, უჯრედისი და ომეგა 3 საუკეთესო საკვები დანამატებია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ჩიას გამოყენების შედეგად ნორმალიზირდება ქსოვილის რეაქცია ინსულინზე. ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში და რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა.
ჩიას მარცვლები დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ის არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს გულის კუნთს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, დაგიცავთ ინფარქტისა და ინსულტისგან.
ჩიას გააჩნი ანთების საწინააღმდეგო თვისება, ამიტომ მისი მიღება კარგია ართროზის დროს.
ჩია ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას. უხდება გულძმარვას და უძილობას.
ჩიას მარცვლები ორგანიზმიდან გამოდევნიან ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს. ამას ხელს უწყობს მასში დიდი რაოდენობით შემავალი უჯრედისი, რომელიც შეიწოვს და გარეთ გამოდევნის ტოქსინებს და შლის ცუდ ქოლესტერინს.
ჩიას მარცვლები ხელს უწყობს წონის დაკლებას. ჩიას მიღების შედეგად მცირდება ჭამის სურვილი, რადგან მარცვლები 10 – 12 ჯერ ფართოვდება და კუჭში იკავებენ დიდ მოცულობას. შედეგად, ტვინს მიეწოდება სიგნალი დანაყრების შესახებ. ამასთანავე, მასში შემავალი ომეგა 3 ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს.
ჩია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია ანტიოქსიდანტური წყაროა, რაც დაბარების პროცესს ანელებს. შესაბამისად, მისი რეგულარული მიღება თქვენს კანს ნაოჭების გაჩენისგან დაიცავს.
ჩია, ასევე, აძლიერებს ფრჩხილებს და თმის სტრუქტურას. მასში შემავალი საკვები ნივთიერებები ამდიდრებენ თმებს და ფრჩხილებს ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას და ფრხილების გამაგრებას.
როგორ უნდა მიიღოთ ჩია?
ჩიას მარცვლების მიღების სხვადასხვა გზა არსებობს. ის შეგიძლიათ ნებისმიერ სალათს მოაყაროთ, ან თქვენს საყვარელ სასმელს შეურიოთ. თუმცა, მისი მიღების ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი გზა მისგან პუდინგის მომზადებაა.
1 სუფროს კოვზ ჩიას მარცვლები შეურიეთ 4 ს კოვზ მაწონს. კარგად მოურიეთ და მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში, რომ ჩია კარგად გაღვივდეს. დილით შეგიძლიათ ცოტა თაფლი და ნებისმიერი ხილი დაუმატოთ. მიირთვით საუზმეზე. მის სასარგებლო თვისებებში მალევე დარწმუნდებით.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.