Vau.ge

ნიახურის საიდუმლო – იკლებთ წონაში, გაქვთ სუფთა კანი და მკურნალობთ ბევრ დაავადებას

ნიახურის საიდუმლო – იკლებთ წონაში, გაქვთ სუფთა კანი და მკურნალობთ ბევრ დაავადებას

ნიახური დაბალკალორიული მცენარეული პროდუქტია, მისი გადამუშავებისთვის კი ორგანიზმი საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიებს ხარჯავს.ამიტომაც არის, რომ ნიახური ასე ეფექტურად უწყობს ხელს გახდომას. გარდა ამისა, შეიცავს ბევრ სითხეს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.

ნიახური ასევე შესანიშნავად წმენდს სისხლს. მისი გამოყენება ეფექტურად ანეიტრალებს
კანცეროგენების მავნებლობას, რომლებიც ხვდება სისხლში მოწევის დროს. მწეველმა ქალებმა იმისათვის, რომ შეაჩერონ კანის დაბერების პროცესი, რეგულარულად უნდა ჩართონ თავიანთ რაციონში ნიახური.

ამ ბოსტნეულის მოყვარულებს ყოველთვის სუფთა და ნაზი კანი აქვთ, გამონაყარის და აკნეს გარეშე.

გარდა ამისა, ნიახურის წვენს გააჩნია ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ეფექტი. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს. აქედან გამომდინარე, მას წარმატებით იყენებენ ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ნიახური ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მას ურჩევენ თირკმლის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროსაც. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახური ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, კარგია შეშუპების გასაქრობად. ის ასევე ეხმარება ქალებს მტკივნეული მენსტრუაციისა (გამოიყენება ნიახურის თესლის ნაყენი) და კლიმაქსის დროს.

ნიახურის რეგულარული გამოყენება საოცრად აისახება თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე.

ნიახური შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან გამოწუროთ მისგან წვენი და ისე მიიღოთ. ასევე, შეგიძლიათ დაამზადოთ ნაყენი: დააქუცმაცეთ 40 გრამი ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყაალი. დატოვეთ რვა საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version