Vau.ge

კვერცხის ბლინი გულსართით

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ქათმის ფილე - შებოლილი, 1 ნაჭერი
  • ხახვი - 1 თავი
  • დაკონსერვებული სიმინდი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • რძე - 2-3 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

შებოლილი ქათმის ხორცი უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად. პარალელურად გაამზადეთ ნახევარწრეებად დაჭრილი ხახვი და დაუმატეთ მას ძმრისა და შაქრის ნარევი, ასე დაამარინადეთ 15 წუთის განმავლობაში.

კვერცხის ბლინის შესაწვავად უნდა ათქვიფოთ კვერცხი, დაუმატოთ მას რძე და შეწვათ ორივე მხრიდან. შემდეგ გააცივეთ და დაჭერით ორი ბლინი გრძელ და წვრილ ნაჭრებად. ერთმანეთში აურიეთ ხახვი, სიმინდი, დაჭრილი ერბოკვერცხი და ქათმის ხორცი, შემდეგ კი დაუმატეთ ცოტა მაიონეზიც. შემდეგ შეგიძლიათ მთლიანი ბლინის ნახევარზე მოათავსოთ გემრიელი გულსართი და სიამოვნებით მიირთვათ.

Exit mobile version