Vau.ge

კარალიოკის სასარგებლო თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით. ეს ხილი სეზონური მკურნალია

კარალიოკის სასარგებლო თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით. ეს ხილი სეზონური მკურნალია

კარალიოკი მდიდარია A, C და E ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. უპირველეს ყოვლისა, ის რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის ყოველდღიურად მიღებაა საჭიროა.

ბეტა-კაროტინის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამიტომ ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის.

ამის გარდა, კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებების, ანემიისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში.

კარალიოკი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან გათავისუფლებას.

დიარეისა და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიოციდულ ეფექტს.

კარალიოკი, ასევე, სასარგებლოა გაცივების დროს, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი კარალიოკის წვენს 3-4 სუფრის კოვზ თბილ წყალს ურევენ და ყელში ივლებენ.

ამ და სხვა პრობლემების სამკურნალოდ, მიირთვით კარალიოკი, თუმცა ნორმას არ გადააჭარბოთ. დღეში შეგიძლიათ მაქსიმუმ 4 კარალიოკი მიირთვათ.

ასევე, შეგიძლიათ კარალიოკისგან მოამზადოთ სასმელი, რომელიც უგემრიელესია და თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით გაამდიდრებს.

დაგჭირდებათ: 2ც. კარალიოკი, 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი(კოჭა), 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი, 1 ჭიქა წყალი.

ყველა ეს ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და კარგად დააბლენდერეთ. თქვენ მიიღებთ ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით სავსე სასმელს. მიიღეთ ეს სასმელი მანამ, სანამ კარალიოკის სეზონია, გაიძლიერეთ იმუნიტეტი და იყავით ჯანმრთელები.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version