Vau.ge

საზიანოა თუ არა თითების “ტკაცუნი”? რა ხდება ამ დროს სინამდვილეში?

საზიანოა თუ არა თითების “ტკაცუნი”? რა ხდება ამ დროს სინამდვილეში?

ის საოცარი გრძნობა, როცა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შეგიძლია მოდუნდე, გაშალო ხელები და გამარჯვებული გამომეტყველებით დაატკაცუნო თითები… თუმცა, ალბათ შენც მთელი ბავშვობის მანძილზე გეუბნებოდნენ, რომ თითების დატკაცუნება ჯანმრთელობისთვის ცუდია, თუმცა ნორმალურად არ გიხსნიდნენ, რატომ.

სინოვიური სითხე სახსრებისთვის ერთგვარი ‘დასაზეთი’ საშუალების როლს ასრულებს. როცა სახსრებს ვჭიმავთ, თავისუფლდება აირი და ამის გამო ამ სითხეში აირის ბუშტუკები წარმოიწნება და სკდება. იმისათვის, რომ იგივე სახსარი მეორედ დაატკაცუნო, 20 წუთი მაინც უნდა მოცადო, რათა აირის ბუშტუკები ხელმეორედ წარმოიქმნას. მაგრამ, ნუთუ არაფერია ცუდი სახსრების მტვრევაში? როგორც აღმოჩნდა, არა.

ამერიკელმა ექიმმა, დონალდ ანგერმა, გადაწყვიტა, საკუთარ თავზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. 60 წლის განმავლობაში ის ყოველ დღე ‘ატკაცუნებდა’ ერთი ხელის თითებს, მეორეს კი – არა. მიუხედავად არადამაიმადებელი პროგნოზებისა, ანგერს 60 წლის შემდეგ არ დამართნია ართრიტი. სხვა ექიმები, ამ დროს, ვარაუდობენ, რომ ეს ჩვევა გამოიწვევს სახსრების სითხის გაჟონვას და მოჭიდების უნარის შესუსტებას. თმცა, ამ გამოკვლევას არანაირი მტკიცე დასაბუთება არ ახლავს.

ასე რომ, შეგიძლია არ ინერვიულო და დროდადრო ასიამოვნო თავს თითების დატკაცუნებით. მინიმუმ, სანამ ახალ გამოკვლევას არ ჩაატარებენ, საწინააღმდეგო დასკვნით…

Exit mobile version