Vau.ge

დილის 5 წუთიანი ეფექტური პროცედურები – გაიმუჯობესეთ გონების და ორგანიზმის მდგომარეობა!

დილის 5 წუთიანი ეფექტური პროცედურები – გაიმუჯობესეთ გონების და ორგანიზმის მდგომარეობა!

ის, თუ როგორ ვიწყებთ დილას , განსაზღვრავს როგორ ვიგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დღე დავიწყოთ მაქსიმალურად სწორად და ჯანსაღად. გთავაზობთ 10 ეფექტურ პროცედურას, შეასრულეთ ყოველ დილით და აღადგინეთ გონებისა და ორგანიზმის ენერგიები სრულად.

1.გაჭიმვა
ძლის შემდეგ სხეულს სჭირდება გამოფხიზლება, ამიტომ კარგი ,,გაზმორება“ რომელიც მაქსიმალურად დაჭიმავს თქვენს კუნთებს და სხეულს სწორედაც რომ აუცილებელია.

2. დროულად ადგომა
მაღვიძარას გადაწევა 5-10 წუთით ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, კვლევების მიხედვით ძლის მცირე მონაკვეთებით გახანგრძლივება ძალიან ცუდი ჩვევაა რომლიც ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე.

3. შინაგანი საათი
ორგანიზმს საკუთარი ,,საათი“ აქვს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ სხეულის ძილის და გაღვიძების დროებს. თქვენ ყველაზე უკეთ იცით როდის ჭირდება თქვენს ორგანიზმს დასვენება და ბუნებრივად გააღვიძება.

4. ლიმონი და წყალი
მიიღეთ უზმოზე 1 ჭ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი, ეს თქვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო სტარტია. ლიმონიანი წყალი ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმს და დააბალნსებს pH დონეს.

5.ვარჯიში

ფიზიკური აქტივობა საოცარი ენერგიის წყაროა სხეულისთვის. ცოტაოდენი ვარჯიში დილით დაგეხმარებათ მოიკრიბოთ ძალები და იყოთ აქტიური მთელი დღის განმავლობაში.

6.კითხვა საწოლში
იმისათვის, რომ კარგად დაიძინოთ ღამით, ეცადეთ ტექნიკა მაქსიმალურად მოაშოროთ საწოლს. კითხვა საუკეთესო საშუალებაა კარგი ძილისთვის, ეს საქმიანობა მიზანშეწონილია დილითაც, რადგან ეხმარება გონებას უკეთ ფუნქციონირებაში.

7.რკინით გამდიდრებული საუზმე
საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში. ამიტომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ორგანიზმისთვის. კვერცხი, მწვანე მცენარეები, ბოსტნეული, პარკოსნები და ფორთოხალის წვენი საუკეთესოა საუზმისთვის.

8.ჩაცმა
კომფორტული ტანსაცმლის ტარება მოქმედებს თქვენს გონებასა და სხეულზეც. ჩაიცვით ისე, რომ არ გრძნობდეთ დისკომფორტს, ამით აიმაღლებთ მოტივაციასაც.

9.სიმშვიდე და მედიტაცია

გახსნილი გონება მნიშველოვანია ყოველდღიური გამოწვევების გასამკლავებლად. გამონახეთ 5 წუთი, მოთავსდით კომფორტულად, მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას და ისუნთქეთ ღრმად. ეცადეთ არ იფიქროთ არაფერზე და მოდუნდეთ. ეს დაგეხმარებათ გონების მოკრებაში.

10.დასვენების დღეები

ნუ დაარღვევთ მთელი კვირის რეჟიმს შაბათ-კვირას. შეინარჩუნეთ ძილის თანაბარი ხანგრძლივობა რეგულარულად.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version