Vau.ge

როგორ მოვიშოროთ ასაკისგან გამოწვეული პიგმენტური ლაქები სახლში დამზადებული საშუალებით?

როგორ მოვიშოროთ ასაკისგან გამოწვეული პიგმენტური ლაქები სახლში დამზადებული საშუალებით?

ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.

როგორც ცნობილია, ასაკისგან გამოწვეული პიგმენტური ლაქები ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ისინი არალამაზად გამოიყურება.

თქვენ დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი წითელი ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი. 

ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.

გავფცქვნათ 1 ც. წითელი ხახვი და გავრეცხოთ. გავთქვიფოთ ბლენდერში, უნდა მივიღოთ ფაფისებური მასა. დავამატოთ 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. დავიდოთ ლაქებზე ბამბის ტამპონით და გავიჩეროთ 30 წუთი, შემდეგ კი დავიბანოთ ცივი წყლით.

ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე).  ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).

გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით, თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

Exit mobile version