Vau.ge

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას?! ეს რჩევები დაგეხმარებათ

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას?! ეს რჩევები დაგეხმარებათ

ფეხების შეშუპება შეიძლება მოხდეს ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეუბლია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზია: ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება, ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად, გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.

შეშუპებისგან თავის დასაღწევად პირველ რიგში უნდა შევამციროთ მარილი საკვებში, ასევე დიდი რაოდენობით წყლის გამოდევნა ორგანიზმიდან მნიშვნელოვანია. გირჩევთ კვების რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული, ძლიერი ჩაი და ყავა, შებოლილი ხორცეული. დალიეთ ასკილის ნაყენი.

კონტრასტული აბაზანების დროს ფეხები მონაცვლეობით ჩადეთ ცივ და თბილ წყალში, კარგად აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აღადგენს მათ ტონუსს: მოამზადეთ ორი პატარა კონტეინერი, ერთში ცივი წყალი (10-12 გრადუსი) მეორეში ცხელი (40°). ცივ წყალში უფრო ცოტა ხანს ჩაალაგეთ ფეხები, ცხელში მეტ ხანს. წლის კონტრასტული აბაზანების გარდა შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ ზღვის მარილი და სოდა.

ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ გვირილის, არყის ხისა და პიტნის ფოთლების ნაყენი და ჩაალაგოთ ფეხები. ძალიან ეფექტურია სხვადასხვა სახის კომპრესები, მათ შორის კომბოსტოს კომპრესი. 200გრ არყის ხეს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და 1ს/კ მარილი. მზა ნაყენში დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ კომპრესი.

20-30 ყურძნის დიდ ფოთლებს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა, ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში.

1 სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მიირთვით ვაშლი და ხაჭო. დღეში 600-800 გრ ვაშლი და 300-400 გრ ხაჭო.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version