Vau.ge

თუ კეფირს ყოველდღე მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი აი ამ სარგებელს მიიღებს…

თუ კეფირს ყოველდღე მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი აი ამ სარგებელს მიიღებს...

კეფირის სასარგებლო თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან. თანამედროვე ექიმები კეფირის დალევას ურჩევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, პანკრეასის და ჭარბი წონის დაავადებების დროს. მიზეზი, რატომაც კეფირი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, არის პრობიოტიკების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების არსებობა. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით ვისთვის როგორ არის სასარგებლო კეფირი.

კეფირი ეხმარება საჭმლის მონელების პრობლემებს. ცნობილია, რომ კეფირი კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის: შეიცავს სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრობიოტიკების მიღება ხელს უწყობს დიარეის მოწეიგებას, აგრეთვე საჭმლის მონელების პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით.

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ადამიანებს რომლებიც ლაქტოზას ვერ გამოიმუშავებდნენ მისცეს რძე, კეფირი და მალაკო. კვლევის მონაწილეებს შორის, რომლებიც რძის ნაცვლად იოგურტს მოიხმარდნენ, შეშუპების პროცენტული მაჩვენებელი 54% -ით ნაკლები იყო. კეფირის მოხმარებით კი შეშუპება 71% -ით ნაკლები იყო, ვიდრე დანარჩენი რძის პროდუქტების მოხმარებისას.

კეფირი აუცილებელი და შეუცვლელია წონის დაკლებისთვის და სხეულის გასასუფთავებლად. საჭმლის მონელება წარმოქმნის სუბპროდუქტებს მეტაბოლიზმის შედეგად, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მთლიან კეთილდღეობაზე, რაც იწვევს თავის ტკივილს, დაღლილობას და ალერგიასაც კი.

კეფირის რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. აქვე გეტყვით, რომ დიეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია კეფირისა და წიწიბურის დიეტა.

კეფირი ძალიან ეფექტურია ალერგიისა და ასთმის დროს. სამწუხაროდ, დღეს ალერგია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, კეფირი ხელს უწყობს ალერგიის თავიდან აცილებას. კეფირს ახასიათებს ანთების აღმოფხვრა. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კეფირი მართლაც უნიკალური, ფერმენტირებული რძის პროდუქტია თავისი თვისებების მიხედვით. ამის მიუხედავად, კეფირის სარგებელი და ზიანი თითოეული ადამიანისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს, ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version