Vau.ge

ეს ბადრიჯნის კატლეტი ხორცისას სამუდამოდ დაგავიწყებთ – ზღაპრული რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტებია (ამ რაოდენობის პროდუქტით 16 - 17 კატლეტი გამოგივათ):

ბადრიჯანი — 1, 5 კგ.
ყველი მაგარი — 150 გრ.
საფანელი — 150 გრ.
თეთრი პური — 100 г
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ოხრახუში — 2 კონა
ნიორი — 5 კბილი
კვერცხი — 1 ცალი
რძე - პურის დასალბობად (50 მლ.)

რბილი ყველი (ბრინზა, მოცარელა, იმერული) - 200 გრ.
ზეთი

 

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

1. ბადრიჯანი უნდა გაფცქვნათ და დაჭრათ კუბიკებათ. შემდეგ უნდა დააყაროთ მარილი და დატოვეთ ასე წვენის გამოსვლამდე. მიღებული მასა კარგად გადაწურეთ.

2. ტაფაჩი ბადრიჯნის ჩაყრამდე ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ მოათავსეთ მასში ბადრიჯანი და მსუბუქად შეწვით. ასევე დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური და 15 - 20 წთ. თუშეთ დარბილებამდე.  ნახევრად მოთუშულ მასას დაუმატეთ 1 კონა, წვრილად დაჭრილი, ოხრახუში და გააგრძელეთ მისი თუშვა.
3. მოთუშვის შემდეგ ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში.
4. მაგარი ყველი უნდა გახეხოთ, ასევე დაალბეთ პური რძეში და ნიორი დანაყეთ.
5. გაციებულ ბადრიჯანს ჩაუმატეთ გახეხილი ყველი და კვერცხი, ასევე პური, საფანელიც და ჩაამატეთ შემდეგ დაჭრილი ოხრახუში. მიღებულ მასას დაუმატეთ ნიორი, პილპილი და მარილი.
6. მიღებული მასისგან უნდა მოზილოთ ფარშიდა თუკი ის თხელი გამოვა, ჩაუმატეთ საფანელი და დაყავით გუნდებად.

7. მიღებული გუნდები გააბრტყელეთ და თითოეულზე მოათავსეთ რბილი ყველის ნაჭერი, შემდეგ გადაახვიეთ, ისე რომ ყველი აღარ გამოჩნდეს.
8. შემდეგ ამ მასებისგან გამოიყვანეთ კატლეტის ფორმები, ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში და შეწვით ტაფაზე დასხმულ ზეთში. შეწვის შემდეგ მიირთვით რაიმე ცხარ საწებელთან ერთად სრული სიგემრიელისთვის.

Exit mobile version