Vau.ge

სარეცხი საპნის დაუჯერებელი თვისებები. ის, რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში

სარეცხი საპნის დაუჯერებელი თვისებები. ის, რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში

გასულ წლებში ადამიანები სარეცხის საპონს მხოლოდ სარეცხ საშუალებად იყენებდნენ. დროის ცვლასთან ერთად, უამრავი სახეობის ფხვნილი და საპონი გამოჩნდა. კონსერვანტების გარეშე დამზადებული საპნის პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, არსებობს სარეცხის საპონი, რომელიც 100 %-ით ნატურალური პროდუქტია და მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ.

რატომ უშვებენ მწარმოებლები ამ პროდუქტს და რატომ იყიდება მაღაზიებში ? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს? რა ციფრებია დაბეჭდილი საპნის ზედაპირზე? ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ამ კითხვებს ჩვენს სტატიაში.

რას ნიშნავს საპნის ფირფიტის ციფრები? 72%, 70%, 65% ცხიმოვანი მჟავების პროცენტულობაა. რაც უფრო მაღალპროცენტიანია, მითუფრო კარგად გაუმკლავდება ჭუჭყს.

დადებითი თვისებები - სინამდვილეში, სარეცხ საპონს აქვს რიგი თვისებები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი სხვა სარეცხი საშუალებებისთვის. საპნის პირველი პლუსია ის, რომ პროდუქტი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმებისგან, საპონი ჰიპოალერგიულია და ადამიანის სხეულისთვის სრულიად უვნებელია.

ეს პროდუქტი ხშირად რეკომენდირებულია მცირეწლოვანი ბავშვების ტანსაცმლისა და თეთრეულის გასარეცხად. გარეცხვის შემდეგ, სახლის მცენარეებიც შეგიძლიათ საპნიანი წყლით მორწყათ, წყალი მათ ზიანს არ აყენებს, რადგან საპონში ქიმიური ნივთიერებები არ არის.

გამოიყენეთ ყველა ზედაპირისა და ჭურჭლის გასაწმენდად. სარეცხი საპონი ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს ზოგიერთ ქსოვილზე, მაგალითად, მატყლის ხარისხზე.

სარეცხი საპონი აქრობს ქერტლს, ასქელებს თმის ძირებს. კლევებში წერია, რომ ერთ გოგონას ისეთი სქელი თმა ჰქონდა, ვერ ივარცხნიდა, ყველა ცდილობდა გაეგოთ რით უვლიდა თმას. აღმოჩნდა, რომ სარეცხი საპნით იბანდა თავს. თურმე, ომის პერიოდში სარეცხი საპნით იბანდნენ თმას და მაშინ უფრო ჯანსაღი ჰქონდათ, ვიდრე მას შემდეგ რაც შამპუნის გამოყენება დაიწყეს.

ქირურგებმა იციან სარეცხი საპნის საოცარი შესაძლებლობის შესახებ, მას შეუძლია შეცვალოს ქირურგიული ხელთათმანები, მათი თქმით, ოპერაციის დროს ინფექციის რისკი მინიმალურია თუკი ამით დაიბანენ ხელს. სარეცხი საპონი ასევე არის ანტივირუსული საშუალება. იგი წარმატებით გამოიყენება ინტიმურ ადგილებში სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

გირჩევთ, სარეცხი საპნით დაიბანოთ სახე კვირაში მინიმუმ 2-ჯერ, რადგან კანი ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. დაბანის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. როგორც ამბობენ, იმდენად კარგი ეფექტი აქვს ამ საპონს, ჯობია ძვირადღირებულ პროფესიონალურ კოსმეტიკას.

სარეცხი საპონი ჩაუშვით ცხელ წყალში, გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა. კანი საოცრად იწმინდება და შემდეგ შიგნიდან ანათებს.

შეგიძლიათ დაიხმაროთ ეა საპონი როცა სურდო გეწყებათ. საჭიროა საპნის ხსნარის გაკეთება, ბამბის ტამპონი დაასველეთ და მოისვით ცხვირის მიდამოში. 2-3 პროცედურის შემდეგ სურდო დაგავიწყდებათ.

როდესაც ძაღლი ან კატა გიკბენთ, ინფექციის ჭრილობაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სარეცხი საპონი წაისვათ და კარგად ჩამოიბანოთ.

სარეცხი საპონი წარმატებით უმკლავდება ფეხების სოკოვანი დაავადებებს. კანის დაზიანებული ადგილები საპნით დაიმუშავეთ, შემდეგ კი იოდი წაისვთ კანის ზედაპირზე.

სარეცხი საპონი ასევე გამოიყენება მცირე დამწვრობებისას. დეპილაციის შემდეგ, სარეცხ საპონს იყენებენ, რათა არ მოხდეს სიწითლე მგრძნობიარე ადგილებში. საკმარისია მხოლოდ ერთხელ დაიბანოთ და გაღიზიანება აღარ იქნება. ალერგისას და გამონაყარისას ასევე ძალიან ეფექტურია სარეცხი საპონი. კარგად უნდა მოიბანოთ ამ საპნით.

პირის ღრუში რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ კბილის ჯაგრისზე წაუსვათ სარეცხი საპნის ხსნარი და დატოვეთ დილამდე ჯაგრისი ამ მდომარეობაში. დილას დარწმუნდებით, რომ თქვენი კბილის ჯაგრისი მთლიანად გაწმენდილია.

რამდენიმე წლის წინ ჩემი გახვრეტილი ყური დაჩირქდა, დავიწყე სარეცხი საპნით გაწმენდა და ჩამობანა. ძალიან მალე ჩაცხრა ანთება.

სარეცხი საპონი შესანიშნავი საშუალებაა შეშუპებისთვის. ამისათვის საკმარისია საპნის წყალში გაზავება და მიღებული ხსნარით დაიმუშავეთ შეშუპებული ადგილი. პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს.

იგი აკნეს საწინააღმდეგო საშუალებაცაა. 1ს.კ საპნის ქაფი და1 ჩ.კ მარილი აურიეთ. წაისვით ეს ნარევი კარგად დაბანილ სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი ნახევარი საათი. ჩამობანეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყლით. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს პროცედურა დღეში 2-3-ჯერ 2-3 კვირის განმავლობაში.

სარეცხი საპონი გახსნილი ნაწვიმარ წყალში შეგიჩერებთ თმის ცვენას. არ გამოიყენოთ სხვა საშუალებები. თმა უნდა დაიბანოთ კვირაში 2-ჯერ. შედეგი საოცარია.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Exit mobile version