Vau.ge

ამ სტატიაში გაეცანით ლიმონის კანის გამოყენების 8 გასაოცარ მეთოდს!

ამ სტატიაში გაეცანით ლიმონის კანის გამოყენების 8 გასაოცარ მეთოდს!

რატომ უნდა გადააგდოთ ლიმონის ქერქი, როდესაც მისი გამოყენების გასაოცარი გზები არსებობს ჩვენი ჯანმრთელობისა და სახლის მოვლისთვის?

ლიმონის ზეთის მომზადება. ლიმონის ყინულის კუბიკები. არასასიამოვნო სუნის მოცილება. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა. საჭრელი დაფის დეზინფექცია. კანის მათეთრებელი სკრაბი.

ლიმონი არის ჯანსაღი გამაგრილებელი არომატული ციტრუსი. ლიმონის კანი შეიცავს ვიტამინების, მინერალებისა და ბოჭკოების სრულ სპექტრს (კალციუმი, კალიუმი და C ვიტამინი).

ლიმონის ზეთი: პირველი, ლიმონის ცედრა უნდა გაიყინოს მოგვიანებით გამოყენებისთვის. შეურიეთ ერთმანეთს ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთი და სამი ჭიქა გახეხილი ლიმონის ცედრა, რომ ზეითუნის ზეთს ლიმონის სასიამოვნო გემო ჰქონდეს. ნარევი უნდა გააჩეროთ ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ნარევი მზად არის.

ლიმონის ყინულის კუბები: მიეცით სასმელებს ახალი გემო, დაამატეთ მათში ლიმონის ყინულის კუბიკები. გაწურეთ ლიმონი, ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ყოველ დლით წყალში ჩაყარეთ ეს კუბები და მიირთვით ჯანსაღი და გემრიელი სასმელი.

არასასიამოვნო სუნის გაქრობა: ჩააგდეთ ქილაში რამდენიმე ლიმონის ქერქი. ეს ხელს შეუწყობს ყველანაირი სუნის შთანთქმას.

მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა: თასში ჩაყარეთ ლიმონის ქერქები და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. მართეთ მაღალ ტემპერატურაზე და ორთქლის მეშვეობით გაიწმინდება უსიამოვნო სუნი. გათიშვის შემდეგ გაწმინდეთ შიგნიდან.

ჭიანჭველების მოშორება: ლიმონის კანი ძლიერი საწინააღმდეგო საშუალებაა ჭიანჭველებთან საბრძოლველად! განათავსეთ რამდენიმე ქერქი კარების ან პატარა ადგილას არსებულ ნაპრალში, საიდანაც ჭიანჭველები შედიან თქვენს სახლში. ძალიან მალე გაქრებიამ ჭიანჭველები. თუ შაქრის გამო სამზარეულოში ჭიანჭველებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, შაქრის ქილას დაუმატეთ ცედრა.

მათეთრებელი სკრაბი: ლიმონის ქერქის საშუალებით კანი გაიწმინდება და გლუვი გახდება.

C ვიტამინის ფხვნილი: ლიმონის კანი დაჭერით პატარა კვადრატებად და განათავსეთ სუფთა ტილოზე. დატოვეთ მზეზე რამდენიმე დღის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც მთლიანად გაშრება, დაფქვით. შეგიძლიათ 1 ჩ.კ მიირთვათ ფხვინილის სახით.

საჭრელი დაფის დეზინფექცია: ლიმონის ბუნებრივი მჟავიანობა უზრუნველყოფს შესანიშნავ ანტიბაქტერიულ თვისებებს სახლის დასუფთავებისთვის. საჭრელი დაფის სწორად დეზინფექციისთვის, წაუსვით ზედაპირს ნახევარი ლიმონი და ჩამორეცხეთ რამდენიმე წუთში.

Exit mobile version