Vau.ge

სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

შეშუპებული ფეხები? ჩხვლეტის შეგრძნება? ცივი კიდურები? ეს ყოველივე ნიშანია იმისა, რომ ფეხები გეყინებათ და სისხლის ცირკულაცია დარღვეულია. მსგავსი პრობლემები საკმაოდ ხშირია. სისხლის მიმოქცევის პრობლემებმა უამრავი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს.

სისხლის ცირკულაციის დარღვევას იწვევს გადაჭარბებული მოწევა, მჯდომარე ცხოვრების წესი, დიაბეტი, ჰიერტენზია და ა.შ. ქვემოთ წარმოგიდგენთ სხვადასხვა გზებს სისხლის მიმოქცევის სწრაფად და ბუნებრივად გასაუმჯობესებლად.

ცივი კიდურები სისხლის მიმოქცევის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.

დაბუჟება და ქავილი - კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტა მიუთითებს იმაზე, რომ ცხიმები ბლოკავს არტერიებში სისხლის ნაკადს.

მუდმივი დაღლილობა ეს არის კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ აუცილებელი საკვები ნივთიერებები ჩვენს სხეულში არ აღწევს.

ფეხებზე ვარიკოზული ვენების გამოჩენა. ისინი წარმოიქმნება ვენური კედლების სისუსტისა და ზოგიერთი სარქველის გაუმართაობის გამო, რაც იწვევს სისხლის პათოლოგიურ დაგროვებას.

ტელანგიექტაზიები- ზოგჯერ ჩვენ არ ვიცით როგორ გამოვყოთ ვარიკოზული ვენები ტელანგიექტაზიებისგან. ისინი მსგავსია, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა, გარეგნული ფორმით ჩვეულებრივ მოწითალო ან ლურჯი ფერისაა და გვხვდება თავად ზედაპირულ შრეში. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ისინი არ იწვევენ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

ჭრილობის ნელა შეხორცება- შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა არ მუშაობს სწორად. ცუდი ცირკულაციის შედეგად, ამაზე პასუხისმგებელი ლეიკოციტები არ ტრანსპორტირდება სწორი სიჩქარით, რადგან სისხლს ამის გაკეთება არ შეუძლია.

გააუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა ამ მნიშვნელოვანი რჩევებით:

პირველ რიგში დალიეთ ბევრი წყალი. მინიმუმ 8 ჭიქა უნდა დალიოთ დღეში. გარდა ამისა არის პროდუქტები, რომლებიც აუჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

წითელი წიწაკა: აძლიერებს გულს და არტერიებს კაპსაიცინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით.

გინკგო: ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაზრდით.

ცხენის წაბლი: აძლიერებს კაპილარების კედლებს ესკინის შემცველობის წყალობით.

ნიორი: ამცირებს წნევას და ნადებს სისხლძარღვებში, რაც ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას.

თევზის ქონი: სიხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარი არის არტერიებში ცხიმის შემცირება ომეგა 3–ის წყალობით. ის ასევე აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს.

ეთერზეთები: აუმჯობესებს სისხლის ნაკადს მათი თერმოგენული თვისებების გამო.

ჯანჯაფილი: შეიცავს ზინგერონს, რომელიც ხელს უშლის თრომბებს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

Exit mobile version