Vau.ge

როგორ მოვამზადოთ ფერმენტირებული ჭარხალი და რატომ უნდა მიირთვათ იგი ყოველდღე

როგორ მოვამზადოთ ფერმენტირებული ჭარხალი და რატომ უნდა მიირთვათ იგი ყოველდღე

თქვენი კვების რაციონში ჭარხლის დამატება არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ჭარხალი შეიცავს ძვირფას ნუტრიენტებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ბოსტნეულს აქვს. ჭარხალში უნიკალური საკვები ნივთიერებებია- ბეტალინი და პოლიფენოლები. ეს ძლიერი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ დაბადების დეფექტების, გულის დაავადებების, მსხვილი ნაწლავის კიბოს და სიმსივნის თავიდან აცილებას. უფრო მეტიც, ისინი სავსეა ბეტაინით, რაც ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას. იგი ორგანიზმს ტოქსინების სწორად გამოდევნაში ეხმარება.

იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ფერმენტირებული საკვებიდან, სწორად უნდა გააკეთოთ ეს. მისი მომზადების სწორი გზა კი მხოლოდ წყლისა და მარილის გამოყენებაა და არ გჭირდებათ ძმარი.

რატომ არის სასარგებლო ფერმენტირებული ჭარხალი?

ჭარხლის სწორად გამოყენებით უამრავ დადებით ნივთიერებებს შეიძენს თქვენი ორგნიზმი. ამ ინგრედიეტებით გამოდის ერთი ქილა:

ჭარხალი - 6ც საშუალო ზომის; 2 ჭიქა წყალი; 1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი; სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგი სანელებლები: ქინძის, მდოგვის ან ცერეცოს თესლი, დარიჩინის ჯოხი.

კარგად გარეცხეთ ჭარხალი. დაელოდეთ სანამ გაშრება. შემდეგ განათავსეთ ისინი საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ სამი საათის განმავლობაში, სანამ დარბილდება (200 გრადუსზე). გააცალეთ კანი და შემდეგ გაჭერით გრძლად. აიღეთ ქილა და ჩაყარეთ დაჭრილი ჭარხალი. დაასხით მარილიანი წყალი. და ბოლოს, ქილას მჭიდროდ დახურეთ და სამი დღე შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.

თუ ფემენტაციის პროცესში წარმოიქმნა ობი, ის უბრალოდ მოაცილეთ. მაცივარში შედგმის შემდეგ ფერმენტაციის პროცესი სრულდება.

ჭარხალი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან გამოიყენოთ ბორშჩსა თუ სალათებში. ყველგან სასიამოვნო არომატი ექნება.

Exit mobile version