Vau.ge

როგორ მივირთვათ გოგრის თესლი, რომ შევამციროთ პარაზიტები, ქოლესტერინი, დიაბეტი და სხვადასხვა დაავადებები.

როგორ მივირთვათ გოგრის თესლი, რომ შევამციროთ პარაზიტები, ქოლესტერინი, დიაბეტი და სხვადასხვა დაავადებები.

გოგრის თესლს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, განსაკუთრებით პროსტატისა და საშარდე სისტემის დაავადებების დროს. გოგრის თესლი მაგნიუმის დიდი წყაროა. ფრანგული კვლევების თანახმად, სისხლში მაგნიუმის უფრო მაღალი დონის მქონე ადამიანები 40% უფრო მეტხანს ცოცხლობენ და ნაკლებად სერიოზული დაავადებები აქვთ.

გოგრის თესლი უფრო სასარგებლო იქნება თუ ნედლი სახით მიიღებთ. საუკეთესო ეფექტისთვის კი უმჯობესია ღამით დატოვოთ თესლი წყალში და დილით მიირთვათ. შემწვარი გოგრის თესლს არა აქვს სამკურნალო თვისებები და საკვები ღირებულება. მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზეთი, რომელსაც გოგრის თესლი შეიცავს, დადებით შედეგებს იძლევა შარდის ბუშტისა და პროსტატის ჯირკვლის პრობლემების სამკურნალოდ (ჰიპერპლაზია).

გოგრის თესლის სხვა უპირატესობები:

სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის: გოგრის თესლში შემავალი ზეთი შემადგენლობით უტოლდება ზეითუნის ზეთს.

მაღალი არტერიული წნევა: გოგრის თესლი მდიდარია კალციუმით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლში.

ყაბზობა: გოგრის თესლში ბოჭკოების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიური გამოყენება სასარგებლოა. ყაბზობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაც შესანიშნავი საშუალებაა.

კანი, თმა და მხედველობა: გოგრის თესლი მდიდარია E ვიტამინით, აღიარებული ანტიოქსიდანტური მოქმედებით. გოგრის თესლის ყოველდღიური მოხმარება ებრძვის ნაადრევ დაბერებას, და არამარტო კანის, არამედ მთელი სხეულის. იგი ასევე შეიცავს A ვიტამინს დიდი რაოდენობით, რაც ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

პროსტატა: გოგრის თესლი ითვლება მკურნალობის ერთ–ერთ საუკეთესო ბუნებრივ მეთოდად პროსტატისა და საშარდე გზების პრობლემების პროფილაქტიკაში. პროსტატის პრობლემების დროს საჭირო რეცეპტი: 150 გრ მთლიანი გოგრის თესლს (ახალი, უმი, გაუწმენდავი) დაამატეთ 1 ლიტრი გაფილტრული წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და გაწურეთ. დალიეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ჭიების წინააღმდეგ: მკურნალობის ერთჯერადი დოზაა 100–დან 150 გრამამდე (ბავშვებში) და 200–დან 250 გ–მდე (მოზრდილებში) , გოგრის თესლის მიღება ხდება დილას უზმოზე.

გოგრის სიროფი ასთმის, ხველის და ბრონქიტის სამკურნალოდ: 60 გრამი გოგრის თესლი; 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი; 200 მლ გაფილტრული წყალი; 20 წვეთი სპირტის ნაყენი. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, სანამ გლუვი მასა გახდება. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 5-ჯერ.

გოგრის თესლის ფქვილი ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დიაბეტისა და ყაბზობის დროს: გააჩერეთ თესლი წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში და გადაწურეთ. შემდეგ გაშრეს ოთახის ტემპერატურაზე. განათავსეთ გამხმარი თესლი საფქვავში და დაფქვით სანამ წვრილი ფხვნილი მიიღება. შეინახეთ ფქვილი ქილაში სახურავით. რეკომენდებული დოზაა დღეში 3 ს.კ. ეს ფქვილი შეიძლება დაემატოს მზა სუპებს, სალათებს და დესერტებს.

Exit mobile version