Vau.ge

თეთრებად შეძენილი “ზურმუხტისფერი სასწაული”, რომელიც ყველაფერს კურნავს და კანსაც აჯანსაღებს.

თეთრებად შეძენილი "ზურმუხტისფერი სასწაული", რომელიც ყველაფერს კურნავს და კანსაც აჯანსაღებს.

ქლოროფილიპტს უწოდებენ “ზურმუხტისფერ სასწაულს”, მისი უნიკალური და სასწაულმოქმედი თვისებების გამო. სასარგებლო თვისებებთან ერთად კი მას განსაკუთრებულს მისი ბიუჯეტურობა და ხელმისაწვდომობა ხდის.

ეს მცენარე დიდი ხანია ცნობილია მისი სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. თავად სახელი მის ნატურალურობაზე მიგითითებთ: შემადგენლობაში შედის მცენარე ქოლოფილის პიგმენტი და ევკალიპტი. უნიკალური ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით, ევკალიპტი მედიცინაში ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი:

მწვავე რესპირატორული ინფექციების, ყელის ტკივილის, ფარინგიტის წინააღმდეგ

1 ს.კ. სპირტ-ხსნარი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს. გამოივლეთ ყელში დღეში 4-5ჯერ, საკვების მიღებამდე ინტერვალებში. გამოვლებასთან ერთად, შეგიძლიათ სპრეი და საწუწნი აბებიც გამოიყენოთ. ქლოროფილიპტის ხსნარასთან ერთად, ისინი შესანიშნავი შედეგს მოგცემენ.

ქლოროფილიპტი ანგინისა და ტონზილიტის დროს

ზეთოვან ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით ნუშურა ჯირკვლები გაიწმინდეთ, დღეში 3ჯერ, 1 კვირის მანძილზე. ყელის გამოვლენა სჯობს სპირტ ხსნარით (1 ჩ.კ. 150 მლ თბილ წყალზე).

მიღებული ნაზავი შპრიცის დახმარებით შეისხურეთ ყელში. ასეთი გამორეცხვა რეკომენდებულია ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.

ცხვირის შეშუპების, გაჭედვისა და წვივის დროს

ქლოროფილიპტის ზეთოვან ხსნარში ჩასველებული ბამბა ნესტოში მოითავსეთ 10-15 წუთით. პროცედურა იმეორეთ სრულ აღდგენამდე.

სტაფილოკოკის ბაქტერია

პროფილაქტიკისთვის და სტაფილოკოკის სამკურნალოდ, რეკომენდებულია ზეთოვანი ქლოროფილიპტის გამოყენება.  ჩაიწვეთეთ ცხვირში 2-3 წვეთი ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი.

როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი აკნესა და ჰერპესის საწინააღმდეგოდ

ქლოროფილიპტი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ბამბის ჩხირი დაასველეთ სპირტ-ხსნარში და წაისვით გამონაყარზე, ასევე თუ მიდრეკილი ხართ ამ გამონაყარისკენ, გააკეთეთ ეს პროცედურა პროფილაქტიკის მიზნითაც.

ღრძილების დაავადებისა და სტომატიტის მკურნალობა

გამოივლეთ ყელში ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სოდა და 1 ჩ.კ. ქლოროფილიპტის სპირტ-ხსნარი. ხშირად გამოივლეთ პირის ღრუც, განსაკუთრებით, ჭამის შემდეგ.

ჭრილობების დროს

სპირტ-ხსნარი უხდება ახალი ჭრილობების დეზინფექციას. თუ მაინც გაჩნდა ჩირქგროვა, დაავადებულ ადგილას დაიდეთ ზეთოვან ხსნარში ჩასველებული ტამპონი მთელი ღამით.

ჰაიმორიტი, სინუსიტი

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი, ,,აეკოლი”, კარავაევის ბალზამი და ატმის კურკის ზეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 3-4 წვეთი დღეში 3ჯერ. დაგეწვებათ, მაგრამ ეს ნორმალურია. ძილის წინ ნესტოებში ჩაიდეთ ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონები.

ნახეთქები ქუსლებზე

გაიკეთეთ ფეხის აბაზანა (2 ს.კ. სოდა 3 ლ წყალზე). შეძლებისდაგვარად მოიშორეთ უხეში კანი ქუსლებიდან, გაიმშრალეთ და დაიდეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის კომპრესი მთელი ღამით. ჩაიცვით თბილი წინდები.

ძვლოვანი წანაზარდები ტერფზე

შეურიეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის 3 მლ და 1 მლ დიმექსიდი. ჩაასველეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი ბინტი ან ბამბის ქსოვილი. მიიდეთ ფეხზე. შემოიხვიეთ პოლიეთილენი. ჩაიცვით თბილი წინდები. გაიმეორეთ, სანამ ტკივილი არ გაქრება.

მომატებული ოფლიანობის დროს

შეურიეთ 150 მლ თბილ წყალს 3 ს.კ. კოვზი სპირტ-ხსნარი, 1 ს.კ. სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. წაისვით ნარევი კანზე და ბოლომდე შეიშრეთ. გაიკეთეთ დილა-საღამოს. 1 კვირის შემდეგ ოფლს უსიამოვნო სუნი აღარ ექნება. ნარევი კარგად მოქმედებს ყველა პრობლემურ ზონებზე.

Exit mobile version