ნატურალური მეთოდები ფსორიაზის სამკურნლოდ
ფსორიაზი უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა. იგი ჩვენშიც ისევეა გავრცელებული, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – აქვს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს. დაავადება უცნობი გენეზისაა, ანუ მისი უშუალო მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისე გარეგანი ფაქტორები და სტრესი.
არის შემთხვევები, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპთან ერთს აქვს ეს დაავადება, მეორეს კი არა. ხშირად ის გენეტიკურად მოჰყვება თაობიდან თაობას, შესაძლოა, ერთდროულადაც ჰქონდეს ოჯახის რამდენიმე წევრს. თუმცა, ფსორიაზის გენი, რომელიც მამისგან ან დედისგან შვილს გადაეცემოდა და ფსორიაზს გამოიწვევდა, როგორც ასეთი, არ არსებობს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დაავადების წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა
ენდოკრინული პათოლოგიები
მემკვიდრეობა
იმუნური სისტემის დაქვეითება
სიმპტომები
ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით და ფერს იცვლის, სოკოვან ინფექციის მსგავსად.
ამ სტატიაში მოცემულია მთავარი სამკურნალო საშუალებები ფსორიაზის საწინააღმდეგოდ.
1. კოლოიდური შვრიის ფაფა
კოლოიდური შვრიის ფქვილის უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება მარტივია და სწრაფად იწოვება. ამრიგად, ის ძალიან სასარგებლოა კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მშრალი კანი, ეგზემა და ფსორიაზი. შვრიის აბაზანა ხელს უწყობს კანის ფენების დატენიანებას და ქავილისა და ანთების შემცირებას. იგი ასევე არბილებს და ამშვიდებს კანს. ერთი ჭიქა შვრია გახსენით წყალში და დაიმუშავეთ ფსორიაზი 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიაბანეთ და კანის შერობის რემდეგ წაივსით დამატენიანებელი.
2. ვაშლის ძმარი
ფსორიაზის ეროვნული ფონდის თანახმად, ვაშლის ძმარს (ACV), რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ სადეზინფექციო საშუალებად, შეუძლია გაათავისუფლოს ქავილი და გაღიზიანება, რომელიც ასოცირდება ფსორიაზასთან. შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი ჭიქა წყალში და დალიეთ დღეში ორჯერ.
3. კაიენის წიწაკა
ამ წითელ წიწაკას ჯანმრთელობის სრული სარგებელი აქვს და ფსორიაზის დროს ძალიან გამოსადეგია! კაპსაიცინი კაიენის წიწაკის მთავარი აქტიური ინგრედიენტია, რაც მას ცხარეს ხდის. სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კაპსაიცინის შემცველი კრემი.
სიფრთხილე: გთხოვთ შეამოწმოთ ალერგია კაპსაიცინის მალამოზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
4. ინგლისური მარილი
ესპომის მარილის აბაზანა სასარგებლოა კანის პრობლემების დროს, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. ეს ხელს უწყობს ქავილის და წვის შემსუბუქებას, არბილებს სკალირებას ფსორიაზის დროს. შეურიეთ ორი ჭიქა ესპომის მარილი აბაზანაში, რომელიც ივსება თბილი წყლით.
ჩაწექით ამ მარილიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში.
5. ნიორი
ნიორი ფსორიაზის კიდევ ერთი სასარგებლო საშუალებაა ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო. ის ბლოკავს ფერმენტის მოქმედებას, რომელიც იწვევს ანთებას, რომელიც ასოცირდება ფსორიაზთან. გარდა ამისა, ანტიმიკრობული საშუალებაა, ის ხელს უწყობს ინფექციის პრევენციას.