Vau.ge

ჩაანაცვლეთ ჩაი და ყავა ამ ჯადოსნური ვაშლის სასმელით – სხეული გეტყვით მადლობას!

ჩაანაცვლეთ ჩაი და ყავა ამ ჯადოსნური ვაშლის სასმელით - სხეული გეტყვით მადლობას!

ვაშლი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველასთვის – როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ის მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგალითად, ძალზე იშვიათი ვიტამინი G ვაშლში, ყველა სხვა ხილთან შედარებით, უფრო მეტია.

ვაშლი 80%-ზე მეტი წყლისგან შედგება, დანარჩენი 20% სასარგებლო ნივთიერებებია: უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, მანგანუმი, პექტინი. ასევე შედის ვიტამინები A, B1, B3, PP, C და სხვა.

ვაშლის წვენი ძალიან სასარგებლოა მთლიანად სხეულის, საჭმლის მონელების, ცირკულაციისა და ტონუსისთვის.

საჭირო ინგრდიენტები: ვაშლი - 3 ცალი( შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ვაშლი); წყალი - 1 ლ; კოჭას ფხვნილი - მწიკვი; თაფლი გემოვნებით.

ვაშლი წვრილად დაჭერით (არ გჭირდებათ მათი კანი), გადააფარეთ ადუღებული წყლით, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ თაფლი და მოაყარეთ ჯანჯაფილი. თქვენ უნდა დალიოთ ეს სასმელი სანამ თბილია. მას არა მხოლოდ შესანიშნავად მოჰყავს სხეული ტონუსში, არამედ გამორიცხავს ძილიანობას და ებრძვის დაღლილობას, ეფექტურად აძლიერებს სხეულის ჯანმრთელობასა და დამცავ ფუნქციებს.

მისი დალევა შეგიძლიათ ყოველდღე, მაგალითად, ჩაის და ყავის ნაცვლად. გარკვეული პერიოდული რეგულარული გამოყენების შემდეგ, თქვენ მთლიანად მოიშორებთ შეშუპებას და საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს.

ვაშლის სხვა სასარგებლო თვისებები

ვაშლი ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს. ის ორგანიზმს ეხმარება ნაღვლის ბუშტში კენჭოვან დაავადებებთან და ქოლეცისტიტთან ბრძოლაში.

ვაშლი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ზოგადად გამაძლიერებელი, გამამხნევებელი პროდუქტი. ნაკლებად ტკბილი ვაშლი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის. ამას გარდა, ვაშლი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

მიჩნეულია, რომ ვაშლისა და ვაშლის წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ტვინის უჯრედების დაშლის პროცესის აცილებას, ანუ, ვაშლი კარგია მეხნიერების შენარჩუნებისთვის.

მეცნიერების კვლევის თანახმად, კვირაში 5 ვაშლის მიღება ამცირებს რესპირატორული დაავადებების (მათ შორის, ასთმის) რისკს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაშლი სრულფასოვანი შემცვლელია კბილის პასტისა - ერთი ვაშლი დილით და კბილები სუფთა და ჯანმრთელია. ვაშლი კბილებს იცავს.

ვაშლი მიიჩნევა ბუნებრივ ანტიოქსიდანტად, ამიტომ მისი რეგულარული მიღება ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ვაშლი ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

ვაშლი ებრძვის ნერვული ხასიათის დაავადებებს.

ვაშლი აბრკოლებს შარდის მჟავის წარმოქმნასა და აძლიერებს ჭიანჭველამჟავის დაშლას, ამიტომ ის რევმატიზმის, პოდაგრის, ათეროსკლეროზის, ქრონიკული ეგზემის და კანის სხვა დაავადებებისთვის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

კაროტინის, რკინის, მანგანუმის, კალიუმისა და კალციუმის შემადგენლობის წყალობით, ვაშლი რეკომენდებული ნაწლავური ინფექციების დროს.

ვაშლი შეუცვლელია სისხლნაკლებობის დროს, რადგან ის მდიდარია რკინით.

ბორი ვაშლის შემადგენლობაში ოსტეოპოროზის თავიდან არიდებას უწყობს ხელს.

Exit mobile version