Vau.ge

პოპულარული რეცეპტი შარდმჟავას სახსრებიდან გამოსადევნად

პოპულარული რეცეპტი შარდმჟავას სახსრებიდან გამოსადევნად

როდესაც შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს  აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები, რომლებიც ლაგდება ქსოვილებში, სახსრებში ან თირკმელებში და იწვევს  სახსრების ანთებას, შეშუპებას და ძლიერ ტკივილს, რაც „უეცარი აფეთქების“ ფორმით ვლინდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც პოდაგრა.

შარდმჟავა ადამიანის ორგანიზმში პურინების ცვლის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს. შარდმჟავას სახით ორგანიზმიდან გამოიყოფა ჭარბი აზოტი. შარდმჟავას განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სახის მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკაში. შარდმჟავას ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური თერაპიის საპასუხოდ, ამიტომ აუცილებელია პაციენტის თერაპიის შესახებ ინფორმაცია.

შარდმჟავას სახსრებში დაგროვება იწვევს ართრიტს, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს.

შემდეგი ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ აღმოფხვრათ შარდმჟავა სახსრებიდან, ასევე საშიში ტოქსინები და ამით გაათავისუფლოთ ტკივილი და ანთება.

მიღებამდე გირჩევთ გაიაროთ ექიმთან კონულტაცია.

რეცეპტის მომზადება ძალიან მარტივია და დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

კიტრი - 1ც, საშუალო ზომის
2 ნიახური
1 ლიმონის ნაჭერი
კოჭას პატარა ფესვი

მომზადების მეთოდი:

გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი და დაჭერით ნიახური და კიტრი. შემდეგ მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დააბლენდერეთ რამდენიმე წუთით მაღალ სიჩქარეზე.

დალიეთ ეს ბუნებრივი სასმელი დღეში ორჯერ და მალე შეამჩნევთ გაუმჯობესებას. მკურნალობის დაწყებისთანავე შეიძლება მსუბუქი ტკივილიც იგრძნოთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ სასმელი ეფექტურია, ასე რომ გააგრძელეთ კარგი საქმე.

ამ ბუნებრივ სასმელს აქვს უამრავი ჯანმრთელობის სარგებელი და ასევე ამცირებს სხეულის ტემპერატურას ტუტე გამაძლიერებელი თვისებების გამო.

ნიახურს და კოჭას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ, ამიტომ  სახსრების ანთების განმუხტვაში დაგეხმარებათ. მეორეს მხრივ, კიტრის წვენი ხსნის შარდმჟავას კრისტალებს სახსრებიდან.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version