Vau.ge

Ქიშმიშით მკურნალობა: ჰიპერტენზიის, ღვიძლის და ნაღვლის დაავადებების, ხველისა და ყელის ტკივილის დროს

Ქიშმიშით მკურნალობა: ჰიპერტენზიის, ღვიძლის და ნაღვლის დაავადებების, ხველისა და ყელის ტკივილის დროს

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს - 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს,  შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა. ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი. ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც.

ქიშმიში, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, არბილებს ნაწლავებს. ქიშმიში რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. სხვა უკუჩვენებებია პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება.

Მაღალი წნევის, არითმიის, ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებების მკურნალობა

გაატარეთ 100 გრამი ქიშმიში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცსაკეპი მანქანა), დაასხით 250 მლ წყალი და დადგით ცეცხლზე. 10 წუთის დუღილის  შემდეგ ამოიღეთ, გადაწურეთ. მიიღეთ საშუალება ერთ დღეში.

ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, ზედმეტი გაღიზიანების შემთხვევაში

ქიშმიში ჩაყარეთ ცივ წყალში და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დალიეთ ინფუზია და დღის განმავლობაში მიირთვით კენკრა.

დანიშნულება ხველის, ცხვირის შეშუპების, ცხვირისა და ყელის ტკივილის დროს

100 გრამ ქიშმიშს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ 1 ს / კ ხახვის წვენი. სვით ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.
თუ ხველა ძლიერია, რეკომენდებულია 30 გრამი ქიშმიშის ჩაყრა გაცივებულ ანადყღარ წყალში და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. დაძინებამდე მიირთვით ქიშმიში ცხელი რძით.

Exit mobile version