Vau.ge

Მწვანე ჩაი რძით -სარგებლობის შესახებ

Მწვანე ჩაი რძით -სარგებლობის შესახებ

თავისი სასარგებლო თვისებების გამო, აღმოსავლეთში რძესთან ერთად მწვანე ჩაის მრავალი საუკუნის განმავლობაში კანონიერად უწოდებენ ეროვნულ სასმელს და მას ყველა სახლში სცემენ პატივს. აღმოსავლური ჩაის ცერემონია ცნობილია მთელ მსოფლიოში, რაც, ერთგვარად, ამ სასმელზეც ვრცელდება.

მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები რძით:

ძალიან სასარგებლოა, თუ გსურთ წონაში დაკლება

რადგან მწვანე ჩაი თავისთავად ძალიან სასარგებლოა და რძესთან ერთად, ის თირკმელებსაც წმენდს, ამიტომ წონის დაკლებაში ძალიან ეხმარება; რძისა და მწვანე ჩაის დიეტა (რძის ჩაი) ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვინც წონის დაკლებას და ნორმალური წონის შენარჩუნებას ცდილობს. რძის ჩაი არა მხოლოდ გემრიელი სასმელია, რომელიც აქვეითებს შიმშილის გრძნობას, არამედ შესანიშნავია ტოქსინებისგან მთელი ორგანიზმის გასუფთავებისა და დეტოქსიკაციისთვის.

დაღლილობის მოხსნა

ინარჩუნებს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. ეს შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობისას;

შესანიშნავი საშუალება გაციების დროს

ამ სასმელის მიღების შემდეგ გაციებას საკმაოდ მოკლე დროში დაამარცხებთ.

ძალიან კარგად ეხმარება რინიტის მკურნალობას

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, მიიღეთ რძიანი მწვანე ჩაი რაც შეიძლება ხშირად

კარგად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ამ სასმლის მიღება კარგია შეკრულობის დროს, ასევე, ეფექტურია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებაში.

მისი კომპრესით შეიძლება უმნიშვნელო დამწვრობის მკურნალობა

თუ მცირე დამწვრობა გაქვთ, ბამბის დისკი დაასველეთ და დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი.

გამოიყენება პირის ღრუს სამკურნალოდ

ჩინური მწვანე ჩაი რძით ამცირებს კბილის ტკივილს, ხელს უშლის კარიესს, იმის გამო, რომ რძე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ ხელს უშლის კბილის მინანქრის განადგურებას, არამედ აღადგენს მის მცირე დაზიანებას.

წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან

Ჩინური მწვანე ჩაი რძით გამოდევნის კადმიუმს, ტყვიას, ვერცხლისწყალს და სხვა მძიმე მეტალებს სხეულიდან, რომლებიც სხეულში შედიან წყლით, საკვებით, ჰაერით.
ჩინური მწვანე ჩაი რძით ხელს უშლის ქვების წარმოქმნას.

მომზადება:

დაგჭირდებათ1.5 ლიტრი უცხიმო რძე; 2 სუფრის კოვზი ნატურალური მწვანე ჩაი.

ჩაი არ უნდა იყოს პაკეტების, რადგან არანაირ შედეგს არ მოგცემთ. უნდა იყოს ფხვნილის სახით.

აადუღეთ რძე, შემდეგ გააგრლეთ 70°ზე. რძე უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა მდუღარე. დაამატეთ 2 სუფროს კოვზი მწვანე ჩაი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

Exit mobile version