Vau.ge

ეს საკვები პროდუქტები შეკრულობის დასაძლევად დაგეხმარებათ

შეკრულობასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტების მირთმევაა. გაეცანით ხილს და ბოსტნეულს, რომელიც უნდა მიიღოთ შეკრულობის დროს:

ვაშლი - ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ხილს უნიკალური თვისებები გააჩნია შეკრულობის მოსახსნელად. მასში დიდი რაოდენობით არსებული ბოჭკო - პექტინი - ნაწლავების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

 

ბროკოლი - მასში შემავალი K და C ვიტამინები და ასევე, დიდი რაოდენობით ბოჭკოები, ნაწლავური ფუნქციის დარეგულირებას უწყობს ხელს. ამიტომ, თუ შეკრულობა გახსენებთ ხოლმე თავს, მიირთვით ბროკოლი რაც შეიძლება ხშირად.

ისპანახი - ვიტამინებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოსტნეულია, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ისპანახი მდიდარია K, C და A ვიტამინებით, ასევე მაგნეზიუმით, რკინით და ვიტამინი B12-ით.

 კივი - ბოჭკოებითა და პექტინით მდიდარი ეს უგემრიელესი ხილი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას აუმჯობესებს, ამიტომ ჩართეთ ის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

ციტრუსი - C ვიტამინით გაჯერებული ციტრუსები, როგორებიცაა ფორთოხალი, გრეიფრუტი და მანდარინი საკმაოდ ეფექტურად ებრძვის შეკრულობას და დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

Exit mobile version