შეკრულობასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტების მირთმევაა. გაეცანით ხილს და ბოსტნეულს, რომელიც უნდა მიიღოთ შეკრულობის დროს:
ვაშლი – ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ხილს უნიკალური თვისებები გააჩნია შეკრულობის მოსახსნელად. მასში დიდი რაოდენობით არსებული ბოჭკო – პექტინი – ნაწლავების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

ბროკოლი – მასში შემავალი K და C ვიტამინები და ასევე, დიდი რაოდენობით ბოჭკოები, ნაწლავური ფუნქციის დარეგულირებას უწყობს ხელს. ამიტომ, თუ შეკრულობა გახსენებთ ხოლმე თავს, მიირთვით ბროკოლი რაც შეიძლება ხშირად.

ისპანახი – ვიტამინებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოსტნეულია, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ისპანახი მდიდარია K, C და A ვიტამინებით, ასევე მაგნეზიუმით, რკინით და ვიტამინი B12-ით.

კივი – ბოჭკოებითა და პექტინით მდიდარი ეს უგემრიელესი ხილი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას აუმჯობესებს, ამიტომ ჩართეთ ის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

ციტრუსი – C ვიტამინით გაჯერებული ციტრუსები, როგორებიცაა ფორთოხალი, გრეიფრუტი და მანდარინი საკმაოდ ეფექტურად ებრძვის შეკრულობას და დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
























