Vau.ge

ყველაზე გემრიელი და არომატული ჯემი ყურძნისგან, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში მზადდება!

ყველაზე გემრიელი და არომატული ჯემი ყურძნისგან, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში მზადდება!

შემოდგომის ხილებს შორის ყურძენი შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც მას არა მხოლოდ გემრიელს, არამედ სასარგებლოსაც ხდის. ეს ტკბილი ხილი ხშირად გამოიყენება დესერტების გასაფორმებლად, წვენების ან საშინაო ღვინის დასამზადებლად. მისგან ასევე ამზადებენ ჟელეს, ქიშმიშს, სოუსებს ხორცის და ყველიანი კერძებისთვის.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ყურძნის ჯემის რეცეპტს. იგი იდეალურია, როგორც ტკბილი ფუნთუშების შიგთავსი, ასევე როგორც სოუსი ხორცის და ყველის კერძებისთვის, ოლადებისა და ბლინებისთვის. შეგიძლიათ დააკონსერვოთ როგორც ღია, ისე მუქი ფერის ყურძენი. სხვათა შორის, მუქი ყურძნისგან დამზადებულ ჯემს უფრო მეტი საკვები ღირებულება აქვს, მასში რეზვერატროლის მდიდარი არსებობის გამო – ეს გახლავთ ნივთიერება, რომელიც ჩვენს არტერიებს ბლოკირებისგან იცავს.

დაგჭირდებათ:

ყურძენი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ, მოაცალეთ კანი და შეძლებისდაგვარად კურკები გამოუღეთ. დააბლენერეთ. იმისდა მიუხედავად, რომ ყურძენს აქვს საკუთარი პექტინი, სქელი ჯემის მისაღებად, ოდნავ უფრო სუფთა პექტინი დაამატეთ  მიღებულ მასას. დაამატეთ შაქარი და კარგად აურიეთ ყველაფერი ბლენდერით. წამოადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და მზად არის. ადუღებული ჯემი ჩაასხით წინასწარ გამზადებულ ქილებში და შეინახეთ.

აქვე გაგიზიარებთ კიდევ ერთ გემრიელ რეცეპტს!

მომჟავო ქლიავს ძალიან უხდება შავი ყურძნის მოტკბო გემო. განსხვავებულად გემრიელი ჯემი გამოდის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქლიავი და ყურძენი. ყურძენი დავმარცვლოთ. წვენსახარშში მოვამზადოთ ყურძნის წვენი: ქვედა ნაწილში ჩავსხათ წყალი, შემდეგ ყურძენი, ავადუღოთ და 15 წთ ვადუღოთ. გადმოვასხათ წვენი. ქლიავი შუაზე გავჭრათ, კურკები მოვაცილოთ, დავაყაროთ შაქარი და წვენის გამოყოფამდე გავაჩეროთ, გრილ ადგილას. შემდეგ დავასხათ ყურძნის წვენი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოდუღებიდან 1-1,5 სთ ვადუღოთ, პერიოდულად ვურიოთ. ცხელი ჯემი გადავასხათ გასტერილიზებულ ქილებში, მოვხუფოთ, გავაცივოთ და გრილ და ბნელ ადგილას შევინახოთ. ქლიავისა და შავი ყურძნის ჯემი  კარგი იდეაა ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

Exit mobile version