ნიორი ძალიან სასარგებლოა, მას ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ. თუ ნიორს უზმოზე მიირთმევთ ორგანიზმში ბაქტერიების უმრავლესობას მოსპობთ.
ისინი ვინც ჰიპერტონიით არიან დაავადებულნი ხშირად უნდა მიირთმევდნენ ნიორს. მუცლის პრობლემის დროს, კი მაგალითად დიარეის დროს ძალიან მარგებელია, ასევე კარგია ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად.
მედიცინის ექსპერტების თქმით ნიორი განსაკუთრებით მარგებელია იმ ადამიანებისთვის ვისაც დიაბეტი, დეპრესია ან დაწყებითი სტადიის კიბო აქვს.
მათ ვისაც ნიორზე ალერგია აქვთ: არასდროს მიირთვათ ნიორი უმად. ამან შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. თუ შეატყობთ რომ გამონაყარი, სიცხე ან თავის ძლიერი ტკივილები გაქვთ შეწყვიტეთ ნივრის ჭამა.
ნიორი კარგია ისეთი დაავადებების დროსაც, როგორებიცაა: ტუბერკულოზი, პნევმონია, ბრონქიტი, ასთმა ყივანახველა.
ტუბერკულოზის დროს უმი ნიორი დღეში რამდენჯერმე მიირთვით. თუ მოხარშავთ ან მოთუშავთ სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
ბრონქიტის დროს – 200 გრ. ნიორს დაასხით 1 ლ. წყალი და ადუღების შემდეგ დაამატეთ 700 გრ. შაქარი. მიღებული ნაზავი დღეში სამჯერ 1 ს/კ-ის რაოდენობით მიიღეთ.
ასთმის დროს – 40 გრ. დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 100 გრ. არაყი და 6 დღის განმავლობაში ნაზავი შეინახეთ. შემდეგ კი 15-20 წვეთი ცოტა თბილ წყალში გახსენით და ისე მიიღეთ. მძაფრი გემოს გასანეიტრალებლად შეგიძლიათ, რომ მას პიტნის ექსტრაქტი დაამატოთ.
გარდა ამისა უნდა იცოდეთ, რომ ნიორი ყურის ტკივილსაც შველის
დაიმახსოვრეთ: არაა საჭირო ნიორი წამლად აქციოთ და ავადმყოფობის გამო ისე მიიღოთ , შეგიძლიათ ყოველ დღე რამდენიმე კბილის რაოდენობით მიირთვათ და თქვენი იმუნიტეტი ძლიერი იქნება ვირუსების წინააღმდეგ.