აი, რატომ უნდა გაიკეთოთ ფეხზე მასაჟი ძილის წინ? ამის შესახებ უმრავლესობამ არ იცის

4445

მასაჟის თერაპია ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ის ტკივილს და სტრესს ადვილად უმკლავდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რეფლექსოლოგიაც არანაკლებ ეფექტურია. სასარგებლოსთან ერთად ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომლის დროს ადამიანი ფეხის გულზე ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და გადინებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

თუ ტერფების რეფლექსოლოგიის პროცესს ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, არამარტო სახსრებზე და სისხლის მიმოქცევაზე, არამედ ეს თქვენს მშვიდ ძილზეც აისახება. დღის ბოლოს ადამიანი იღლება და სახსრების ტკივილს ხშირად გრძნობს, ეს მარტივი პროცედურა კი პრობლემას მომენტალურად მოაგვარებს.

ფეხის რეფლექსოლოგიის პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩაიტაროთ:

1. აირჩიეთ ტერფი, რომელის ტკივილი უფრო გაწუხებთ;

2. ტერფი ორივე ხელით დაიმუშავეთ, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ;

3. ერთი ხელით ტერფის ყველა ნაწილს ხელი მოუჭირეთ, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ. შემდეგ იგივე ორივე ხელით გააკეთეთ;

4. ყველა თითი ოდნავი სიმძლავრით გაქაჩეთ;

5. ცერა თითები ფეხის გულს დააჭირეთ, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ;

6. იგივე პრინციპით ფეხის გულზე წრიული მოძრაობები ცერა თითებით გააკეთეთ;

7. ტერფის ზედა ნაწილი ცერა თითებით ძლიერად დაამუშავეთ;

8. გაიმეორეთ მოქმედება # 3;

9. ტერფს გარშემო ფალანგები (თითების მოკლე ლულოვანი ძვლები) დააჭირეთ.

იგივე მეორე ფეხზე გაიმეორეთ და შედეგად დღის ბოლოს ფეხებზე სიმსუბუქეს იგრძნობთ და მშვიდად დაგეძინებათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia