როდესაც რაღაც გვაწუხებს, რა თქმა უნდა საჭიროა ექიმების რჩევები და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. მაგრამ რა მოვიმოქმედოთ, როდესაც ჩვეულებრივი ტკივილი გვაწუხებს?
არსებობს Jin Shin Jyutsu–ს რეფლექსოთერაპიის ვარჟიშები– განკურნების უძველესი ხელოვნება.
მისი ფილოსოფიის მიხედვით, ხელზე ყოველი თითი უკავშირდება 10 ორგანოდან ორს. რეფლექსოლოგების, ბარბარა და კევინ კუცის გამოკვლევების თანახმად, ეს ვარჯიშები კარგ ზეგავლენას ახდენენ პაციენტების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა ეს ვარჯიშები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ როგორც მკურნალობის ალტერნატივა!
რეფლექსოლოგიის ხელოვნების თანახმად, ყოველი თითი სხვადასხვა ემოციას და დაავადებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ Jin Shin Jyutsu–ს პრაქტიკა მედიტაციასაც უკავშირდება.
ცერა თითი– შფოთვა და თავის ტკივილები
ეს თითი დეპრესიის, შფოთვის ემოციებს, კუჭს და ელენთას უკავშირდება. თუ ბოლო დროს ბევრს ნერვიულობთ, შეეცადეთ თითს 3–5 წუთის განმავლობაში ნაზად დააჭიროთ.
საჩვენებელი თითი– იმედგაცრუება და კუნთების ტკივილი
საჩვენებელი თითი შიშის გრძნობას, დაბნეულობას, ორგანოებიდან კი, თირკმელებს უკავშირდება. მინესოტას უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, დიალიზით პაციენტების მდგომარეობა მასაჟის შემდეგ გაუმჯობესდა. მასაჟი ასევე სასარგებლოა კუნთების ტკივილების დროს.
შუა თითი– ბრაზი და დაღლილობა
ეს თითი რისხვის და გაღიზიანებულობის ემოციებს უკავშირდება. Jin Shin Jyutsu–ს ფილოსოფიის თანახმად კი, მისი მასაჟი კარგია ღვიძლთან პრობლემების დროს.
არათითი– ნეგატივი და მომნელებელ სისტემასთან პრობლემები
თუ ყველაფერში ეჭვი გეპარებათ, ან მხოლოდ ნეგატივს ამჩნევთ, მაშინ ფოკუსირება არათითზე მოახდინეთ. მისი მასაჟი სასარგებლოა მომნელებელი და რესპირატორული სისტემისთვის. ვარჟიშის დროს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და სუნთქვა აკონტროლეთ.
ნეკა თითი– ნერვიულობა და სტრესი
ნეკა თითი, დაბალი თვითშეფასების მდგომარეობას უკავშირდება. ვარჯიშის დროს, ყველაფრის შესახებ დაივიწყეთ. ის ასევე სასარგებლოა ტკივილების და ნერვულ სისტემასთან პრობლემების დროს.
ხელის გული– გულისრევა და დაძაბულობა
რეფლექსოლოგიაში ხელის გულსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შეგიძლიათ ხელის გულს მეორე ხელი დაადოთ და 3 ღრმა შესუნთქვა გააკეთოთ.
რა თქმა უნდა, ეს ვარჯიში ადამიანებზე ინდივიდუალურად მოქმედებს, მსგავსმა რეგულარულმა ვარჯიშმა კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე კარგად იმოქმედა. შტატ მინესოტის უნივერსიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს რეგულარული რეფლექსოლოგიური ვარჯიში სასარგებლოა გულისრევის, დიარეის და ყაბზობის დროს.
ხელი– სისხლის მიმოქცევა და ძალა
ზოგი პაციენტი, თვლის, რომ ეს პოზიცია მედიტაციას უკავშირდება. რეფლექსოლოგიის შემსწავლელი გუნდის Kunz & Kunz–ის მიმოხილვის თანახმად, კიბოს მქონე პაციენტები რეგულარული ვარჯიშის შემდეგ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას გრძნობენ.