Როგორ გავზარდოთ ჰემოგლობინის დონე ხორცპროდუქტების გარეშე? ამ რეცეპტებიდან შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

280

Როგორ გავზარდოთ ჰემოგლობინის დონე ხორცპროდუქტების გარეშე? ამ რეცეპტებიდან შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

რა არის ჰემოგლობინი?

ჰემოგლობინი ეს არის სისხლის წითელი სხეულაკების, ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, ის ჰემის და ცილოვანი ნაწილის გლობინისგან შედგება, მისი ფუნქციაა ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის ტრანსპორტირება ორგანიზმში.

როგორია ჰემოგლობინის შემცველობის ნორმები ქალებსა და მამაკაცებში?

ჰემოგლობინის შემცველობის ნორმა მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ხოლო ქალებში - 120-140გ/ლ.

რა ახასიათებს ჰემოგლობინის დაბალ მაჩვენებელს?

როცა ორგანიზმში ჰემოგლობინის ნორმა ირღვევა, რასაც სისხლნაკლებობას ანუ ანემიას უწოდებენ, რა თქმა უნდა ამას თავისი გამოხატულება გააჩნია. კერძოდ, ყველაზე მარტივი, რითაც ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება ეს გახლავთ სისხლის კლინიკური ანალიზი.

ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი გამოიხატება ზოგადი სისუსტით: თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, გულის ფრიალით, ასევე, თმისა და ფრჩხილის მტვრევადობა შეიძლება იყოს გამოხატული. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე ადამიანმა აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოს, რათა პრობლემა დროულად იქნას აღმოფხვრილი.

როგორია მკურნალობის ხალხურ მეთოდები?

თუ ჰემოგლობინის ნორმა მკვეთრად არ არის დაქვეითებული ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ხალხური მეთოდებიც. პირველ რიგში ეს არის რკინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ღვიძლი, წითელი ხორცი, ისპანახი, ნუში, ბურღულეული, თევზის პროდუქტები.

მნიშვნელოვანია, ასევე, C-ვიტამინის როლი, იმიტომ რომ დაბალი ჰემოგლობინი შეიძლება გამოწვეული იყოს C-ვიტამინის ნაკლებობით. ამიტომ ამ დროს უნდა მივიღოთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, ისპანახი, თხილი, მწვანეფოთლოვანი მცენარეები.

Გაატარეთ ერთი ჭიქა ნიგოზი და დაფქვით ერთი ჭიქა უმი წიწიბურა, დაამატეთ ჭიქა თაფლი, ყველაფერი აურიეთ, მიირთვით თითო სუფრის კოვზი ყოველდღე.

ნიგოზი, გარგრის ჩირი, თაფლი, ქიშმიში - ყველაფერი 1:1 თანაფარდობით - გაატარე და კარგად აურიეთ, მიირთვით 1-3 სუფრის კოვზი დღეში (ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი არა მხოლოდ ჰემოგლობინის ასამაღლებლად, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით მომარაგებისთვის).

1 ჭიქა ქლიავი, გარგრის ჩირი, ნიგოზი და  ქიშმიში გაატრეთ,  დაუმატეთ თაფლი, დაუმატეთ 1-2 ლიმონი კანიანად (ლიმონის ნაცვლად შეიძლება ალოეს წვენი დაუმატოთ), მიირთვით დღეში 1-3 სუფრის კოვზი.

100 მლ ახლად გამოწურული ჭარხლის წვენი, 100 მლ სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ (ამაღლებს ჰემოგლობინს სულ რაღაც 2 დღეში).

1/2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენი და 1/4 ჭიქა სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ 1-2-ჯერ დღეში.

1/2 ჭიქა ახლად გამოწურული ვაშლის წვენი, 1/2 ჭიქა თქვენით გამოწურული მოცვის წვენი, 1 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ჭარხლის წვენი, აურიეთ და დალიეთ.

ნედლი წიწიბურა 1/2 ჭიქა, გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა კეფირი და დატოვეთ ღამით, დილით ფაფა მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ.

1/2 ჭიქა მშრალი წითელი ღვინო კარგი ხარისხის, შემოდგით წყლის აბაზანაზე 5-7 წუთის განმავლობაში; 1/4 ჭიქა მოხარშული ჭინჭარი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, დალიეთ თბილი.

frenis kompensacia
frenis kompensacia