კომერციული პროდუქტებისა და მკურნალობის გამოყენების ნაცვლად, შეეცადეთ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები გადიდებული ფორებისთვის. გთავაზობთ, სცადოთ ეს სამ ეტაპიანი მეთოდი ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.

1624

კომერციული პროდუქტებისა და მკურნალობის გამოყენების ნაცვლად, შეეცადეთ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები გადიდებული ფორებისთვის. გთავაზობთ, სცადოთ ეს სამ ეტაპიანი მეთოდი ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.

ფორები (პოროს – ხვრელი) ცხიმოვანი ჯირკვლების ღია სადინარებია და მთელ სხეულზეა მიმოფანტული, გარდა ლორწოვანისა, ხელისგულებისა და ფეხისგულებისა. ამ მინიარხებით  გამოყოფს  ცხიმს ცხიმოვანი ჯირკვლები და კანის ზედა ანუ რქოვანა ფენას  ელასტიკურობას უნარჩუნებს. ამასთან, ცხიმი რქოვანა შრის გამკვრივებულ უჯრედებთან ერთად იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ხელს უშლის კანში ბაქტერიების და მავნე ნაწილაკების შეღწევას. ასე რომ, ფორებს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და დიდ როლს ასრულებს კანის ნივთიერებათა ცვლაში.

რატომ ფართოვდება ფორები?

ფორების ზომა გენებსა და ჰორმონებზეა დამოკიდებული, თუმცა კანის ტიპიც ასრულებს განსაზღვრულ როლს. ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე ადამიანებს შედარებით დიდი ფორები აქვთ, ვიდრე მშრალი კანის მქონეებს. რატომ?

როცა ცხიმის ჯირკვლები ჭარბი რაოდენობის ცხიმს გამოიმუშავებს, ეს უკანასკნელი ვერ ასწრებს სადინარებში გასვლას და საცობებს წარმოქმნის. ცხიმს ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები ერევა, შედეგად კი ფორები იხშობა და ფართოვდება. ასე ჩნდება სახეზე შავი წერტილები. გაფართოებული ფორები თავისით ვეღარ იკუმშება და ეს მინიკრატერები სამუდამოდ რჩება სახეზე.

გაფართოებული ფორები მართლაც საშინლად გამოიყურება და ძალიან უსიამოვნოა, ამიტომ ყველას სურს პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება მალე. კომერციული პროდუქტებისა და მკურნალობის გამოყენების ნაცვლად, შეეცადეთ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები გადიდებული ფორებისთვის. გთავაზობთ, სცადოთ ეს სამეტაპიანი მეთოდი ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.

ნაბიჯი 1:

კანის მატონიზირებელი საშუალება. ვაშლის ძმარი - 6 სუფრის; კოვზი წყალი - 1 ჭიქა. ძმარი შეურიეთ წყალს, რომ გაზავდეს. გამოყენებამდე აურიეთ. დაასველეთ ბამბა ამ ნაზავში და გაიწმინდეთ კანი. გაიჩერეთ 5 წუთის განმვლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა ცივი წყლით.

ნაბიჯი 2:

ნიღაბი კანის გამკვრივებისთვის. შვრია - 1 სუფრის კოვზი; ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი; 1 კვერცხის ცილა. შეურიეთ ინგრედიენტები და გააკეთეთ სქელი პასტა. განათავსეთ პასტის სქელი ფენა კანზე და დაელოდეთ, სანამ ბუნებრივად გაშრება. შემდეგ ნაზად გაწმინდეთ და ჩამოიბანეთ კანი. კვერცხის ცილა უზრუნველყოფს კანს მინერალებით, კოლაგენითა და ცილებით.

ნაბიჯი 3:

დამატენიანებელი. ალოე ვერას გელი ხელს უშლის კანის დაბერების ადრეულ ნიშნებს და ინარჩუნებს კანს ახალგაზრდობას. ის ატენიანებს კანს. კანის დასატენიანებლად აიღეთ ალოე ვერას გელი დაახლოებით 2 სუფრის კოვზი და წაისვით პირდაპირ კანზე. დაველოდოთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. შემდეგ კვლავ წაისვით ალოეს გელი თხელი ფენით და დატოვეთ კანზე მთელი ღამის განმავლობაში.

გაიკეთეთ ამ საფეხურებისგან შემდგარი პროცედურა 3 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და ისევ გაიმეორეთ სანამ სასურველი შედეგი არ გექნებათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia