ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

970

ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

თავისი მდიდარი შემადგენლობით ქაცვი აკაჟებს ორგანიზმს, სისხლძარღვებს ამაგრებს, ახორცებს ჭრილობებს, აქვს რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება. გარდა ამისა ის შეიცავს არაჩვეულებრივ პოლივიტამინურ კომპლექსს.

ქაცვის ზეთს შეუძლია შეამციროს გულის დაავადებები, მათ შორის სისხლის, არტერიული წნევის და სისხლში ქოლესტერინის დონე.

ქაცვის ზეთი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ქაცვის ზეთი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქაცვის ზეთი სრულყოფილად განაახლებს სახის კანს, ებრძვის ლაქებს და პიგმენტაციას. კვებავს და ატენიანებს კანს, ანათებს მის ფერს და ასევე იცავს სახეს აქერცვლისგან. ის ასევე ებრძვის აკნეს.

ქაცვის ზეთისგან შემდგარი ნიღბები მშრალი კანისთვის:

1)დაგჭირდებათ 1 ჩ/კ თაფლი, 4-5 წვეთი ქაცვის ზეთი წვეთები. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

2) 1კვერცხის გული და 5 წვეთი ქაცვის ზეთი გადაურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ს/კ კოსმეტიკური თეთრი თიხა 2 ს/კ ბირკავას ზეთი (репейного масла) 1 ს/კ ქაცვის ზეთი. მზა მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

ნიღაბი შავი ლაქების წინააღმდეგ:

1) 1 ჩ/კ კალენდულას ნაყენი. 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი. ნიღაბი წაისვით სახის პრობლემურ ადგილებში და გაიჩერეთ 15 წუთი.

ნიღაბი გაფართოებული ფორების შესამცირებლად:

1 კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი. ნიღაბი წაისვით პრობლემურ ადგილებში 15წუთი და ჩამოიბანეთ.

ასევე უნიკალურია ქაცვის ზეთის ნიღაბი თმისთვის. გაგაცნობთ რეცეფტებს. ზეთი უნდა გაცხელდეს წყლის აბაზანაზე თავის კანზე წასმამდე. თბილი ზეთი მოგცემთ ორმაგ ეფექტს. ნიღბის ეფექტი იზრდება თუ დაუმატებთ ქაცვის ზეთს ზეითუნისა ან ბირკავას ზეთებს.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის: აიღეთ რამოდენიმე კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ ქაცვის ზეთი, მასა უნდა იყოს ფაფის კონსისტენციის. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მშრალი თმისთვის ქაცვის ზეთისგან: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის და ქაცვის ზეთი აურიეთ კვერცხს, წაისვით თავზე და თმა ნახევარი საათით შეიხვიეთ.

რა იწვევს ნაოჭებს? საინტერესო ინფორმაცია:

ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების გაჩენა ბუნებრივი მოვლენა ხდება. თუმცა ,ზოგჯერ ადრეულ ასაკშიც გვიწევს მასთან ბრძოლა. ნაოჭები კანის ხილვადი ნაკეცებია, რომლებიც ჩნდება კანის ელასტიურობისა ან კუნთის ზედმეტი აქტიურობის  დაკარგვის შედეგად. ხაზები წარმოიქმნება , როდესაც კანი მოდუნებულია და მიმიკის დროს აღარ იჭიმება.

ნაოჭები პირველად თვალებთან, პირთან და შუბლზე ჩნდება. კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიმიკური ნაოჭები კანის დაბერების პირველი ნიშანია. მიმიკური ნაოჭების გაჩენას ხელს უწყობს სტრესული მდგომარეობა და რამდენიმე ის ცუდი ჩვევა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ნაოჭების გაჩენის ფაქტორებია:

თამბაქო- მოწევა ნაოჭების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დროს კანში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცედურები თითქმის ჩერდება, რაც ხელს უწყობს ახალი ნაოჭების გაჩენას და არსებულის გაღრმავებას. მოწევის შეწყვეტა საგრძნობლად ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და მათ წარმოქმნას.

დიეტა- ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებზე, რითაც  ხელს ვუწყობთ კანში სწორი პროცესების დარღვევას. ცილების, საჭირო ცხიმების, ან ნახშირწყლების ნაკლებობა, იწვევს კანის გაღიზიანებას, რის შედეგადაც ჩნდება ნაოჭები. თუ კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვების მიღების შედეგად არა მხოლოდ ჯანსაღ წონას  კარგავთ, არამედ ხდება ნაადრევი დაბერებაც.

სტრესი და არასაკმარისი ძილი- არასაკმარისი ძილი კანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამ დროს კანი ვეღარ წარმოშობს ახალ უჯრედებს და შედეგად არაჯანსაღ იერს იღებს. უძილობა პირდპაირ აისახება სახის კანის მდგომარეობაზე. თქვენი სილამაზისთვის საჭიროა დღე-ღამეში 8 საათი ძილი. ძილის ფორმა დიდ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე, პირქვე ძილი იწვევს ნაოჭების გაჩენას, ამიტომ შეეცადეთ იძინოთ ზურგზე დაწოლილმა.

ულტრაიისფერი სხივები-მზიან ამინდში სათვალეებზე უარის თქმა არის ნაოჭების გაჩენის კიდევ ერთი ფაქტორი. მზე პირდაპირ წვავს კანს თვალის გარშემო. ამიტომ, მნიშვნელოვანია სათვალისა და თვალის კრემის გამოყენება. მზისგან დამცავ საშუალებებზე უარის თქმა კანისთვის საზიანოა, ხოლო მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველდღიურად.

frenis kompensacia
frenis kompensacia