ყველაზე გემრიელი და ბიუჯეტური დესერტი - შვრიის ნამცხვარი ყავით!
შვრიის ნამცხვარი - ყავით
მასალა:
- 26/ჭ ფქვილი,
- 26/ჭ შაქარი,
1ჩ/ჭ მცენარეული ზეთი, - 20/ჭ გახეხილი ვაშლი,
- 4 კვერცხი,
- 1,5%/ჭ შვრიის ფანტელი,
- 1 მწიკვი მარილი, 1ჩ/კ სოდა,
- 1ჩ/კ დაფქული დარიჩინი,
- 1ს/კ ხსნადი ყავა,
- მგრ გახეხილი ნუში,
- რამდენიმე ცალი ნუში (მუაზე გაჭრილი)
1. ფქვილი, შაქარი, ზეთი, ვაშლი, კვერცხი, შვრიის ფანტელი, მარილი, სოდა, დარიჩინი
და უნალექო ყავა, ასევე, გახეხილი ნუში ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთად მოვზილოთ.
2. 26 სმ დიამეტრის ფორმას ცხიმი წავუსვათ, შიგ ცომი მოვათავსოთ და ნუშის ნახევრები მივუწყოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 175"-ზე დაახლოებით 60-70 წთ ვაცხოთ.
3. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი გავაგრილოთ, ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ. გემრიელად მიირთვით.
რატომ არის სასარგებლო შვრია?
შეიცავს სპეციფიურ ანტიოქსიდანტებს - ავენანთრამიდებს, რომლებიც იცავენ უჯრედების მემბრანებს დაზიანებისაგან, აქვთ სიმსივნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ იმუნიტეტს.
ავენანთრამიდებს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ - ხელს უწყობენ ორგანიზმში აზოტის ოქსიდის პროდუცირებას, რაც აფართოებს სისხლძარღვებს და ამ გზით არტერიული წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
დადგენილია, რომ შვრია შეიცვას ბეტა-გლუკანს, რაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეს აქვეითებს.
აქვეითებს შაქრის დონე ს სისხლში და ნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულთათვის
შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, იწვევს ნაწლავთა პერსიტალტიკის (მოძრაობის) გაძლიერებას და შველის ნაწლავთა შეკრულობას.
შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, რაც აუცილებელია ძვლოვნი სისტემის ფორმირებისათის.
შვრიისაგან მომზადებული ფაფა ლორწოვანია და კარგად ამოფენს კუჭის ლორწოვან გარსს, აქვს ანთების საწინააღდმეგო მოქმედება, ამიტომ კარგი საკვებია კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.
შედარებით ნაკლები კალორიის ფონზე შეიცავს პროტეინებს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც მას საუკეთესო საუზმედ აქცევს წონის დასაკლები დიეტების დროს .
მდიდარია ბიოტინით და ბ ჯგუფის სხვა ვიტამინებით, შეიცავს E, PP ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს.
განსხვავებით სხვა მარცვლოვანებისაგან, შეიცავს მცენარეულ ცხიმს უფრო დიდი კონცენტრაციით (6,2%), უფრო მეტ ფოსფორს და მაგნიუმს, რაც ადვილად აითვისება.
და ბოლოს, შვრიისაგან მომზადებული საკვები ადვილი მოსანელებელია.