ფრჩხილის სოკოს მკურნალობის 5 ეფექტური მეთოდი. ეს დაავადება აღარ შეგაწუხებთ.

2699

უკანასკნელი წლების განმავლობაში სოკოვანი დაავადებები საგრძნობლად გახშირდა, ონიხომიკოზი– არის დაავადება, რომელიც სოკოვან იფექციებს უკავშირდება. ისინი ზემოქმედებას ახდენენ ფრჩხილებზე. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც დაზიანებული არის ფერის შეცვლას იწვევს და ფრჩხილს მტვრევადს და სუსტს ხდის. ინფექციის ეს სახეობა, მსოფლიოში ერთ– ერთი ყველაზე გავრცელებულია და მოსახლეობის დაახლოებით 3–4% აწუხებს, ძირითადად მამაკაცებს. ფრჩხილის სოკოს ინფექცია უფრო ხშირად ფეხებზე ჩნდება, წინდების, ფეხსაცმლის, ან ტემპერატურის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დაავადება ყურადღებას, მკურნალობას და რაც მთავარია, მოთმინებას მოითხოვს.

1. სოკოს სამკურნალოდ ერთ-ერთი უებარი საშუალებაა ძმარმჟავა (ძმრის ესენცია). ჩაასველეთ ბამბა ძმარმჟავაში და წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, გაიჩერეთ რამოდენიმე საათი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის პროცესში წვის შეგრძნება ნორმალური მდგომარეობაა, რაც დასტურია იმისა, რომ ის ეფექტს ახდენს.

შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ძმარმჟავა კანზე ღამით, რადგან შეიძლება სერიოზული დამწვრობა განვითარდეს.

2. სოკოს სამკურნალოდ ყველზე იოლი გზაა იოდით მკურნალობა. დღეში ორჯერ იოდის თითო წვეთი დაიწვეთეთ სოკოთი დაზიანებულ ფრჩხილზე. მკურნალობა გააგრძელეთ ორი კვირის განმავლობაში. როგორც წესი, ამ პერიოდში უნდა იგრძნოთ ტკივილი, რაც სოკოს სამუდამოდ გამგზავრებას მიუთითებს.

შენიშვნა: თუ ტკივილი და დისკომფორტი შეგექმნათ პროცედურის განმავლობაში, შეწყვიტეთ.

3. ასევე ეფექტური გზაა სოკოს მოსაშორებლად უმი კარტოფილი. დაჭერით თხელ ნაჭრებათ, უმ მდგომარეობაში დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და წებოვანი ლენტის ან პლასტირის მეშვეობით გაიჩერეთ ნახევარი საათის მანძილზე. მკურნალობის პროცედურები ერთი თვე ჩაიტარეთ, შედეგს აუცილებლად ნახავთ.

4. სოკოს მოცილებაში დაგეხმარებათ ასევე ძმარი და სტაფილოს წვენი. 100-150 მლ გამოწურული სტაფილოს წვენი და ძმრის 7%-ნი ხსნარი აურიეთ, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 5-6-ჯერ. ამ პროცედურით მკურნალობა გააგრძელეთ მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ.

5. სოკოს მოცილების ერთ-ერთი სწორი გზაა დიეტა. სოკოს ძალიან ეშინია გოგირდის შემცველი პროდუქტების, ამიტომ მოგვიწოდებენ უხვად მივიღოთ მისი შემცველი პროდუქტები- კვერცხი, მწვანილი, რძის პროდუქტები და სხვა.

frenis kompensacia
frenis kompensacia