მანგოს სამკურნალო თვისებებზე გსმენიათ? Მანგო შეანიშნავად არეგულირებს სისხლში შაქარის დონეს და სხვა უამრავ რამეს აწესრიგებს

675

მანგოს სამკურნალო თვისებებზე გსმენიათ? Მანგო შესანიშნავად არეგულირებს სისხლში შაქარის დონეს და სხვა უამრავ რამეს აწესრიგებს

ექსპერიმენტული ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების ფედერაციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ეგზოტიკური მანგოს ხილი ხელს შეუწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას ჭარბწონიან ადამიანებში.

კვლევის ავტორის, ედრალინ ლუკასის ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 30 ზრდასრულმა მოხალისემ, რომლებიც ჭარბწონიანი იყვნენ. ექსპერიმენტები 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მონაწილეები მინინუმ 10 გრამ გაყინულ მანგოს ჭამდნენ დღეში. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მოხალისეების სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად დაეცა, კვლევის დასაწყისის მონაცემებთან შედარებით.

ლუკასმა კომენტარი გააკეთა, რომ ამ კვლევის შედეგები სრულად უჭერს მხარს ლაბორატორიულ მღრღნელებთან ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ ჩვენებას: მათ, ვინც ცხიმებით მდიდარ საკვებს მიირთმევდნენ, სისხლში ნორმალური შაქრის დონე ჰქონდათ. მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაგებული მექანიზმი, რომლითაც მანგო დადებითად მოქმედებს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს ხილი შეიცავს პოლიფენოლური ნაერთების რთულ ნარევს.

რა თქმა უნდა, საშუალო მანგო შეიცავს 60 კალორიას 100 გრამზე. გარდა ამისა, მანგო შეიცავს ვიტამინებს A, C, B6 და პრებიოტიკულ საკვებ ბოჭკოებს, აგრეთვე ლუპეოლსა და ტრიტერპენს, რომლებიც თრგუნავენ პროსტატისა და კანის კიბოს განვითარებას.

მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის – ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განმტკიცებას, კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.

მანგო მხედველობასაც უხდება – მასში უხვად არის კაროტინი (A პროვიტამინი), რომელიც ორგანიზმში რეტინოლად გარდაიქმნება, ეს უკანასკნელი კი აქტიურად მონაწილეობს მხედველობით აღქმაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თვალის რქოვანაზე.

მანგო ასევე სასარგებლოა თირკმელებისთვის – წყლისა და მინერალურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს თირკმელებს და ხელს უწყობს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. თუ ამ ტროპიკულ ხილს განტვირთვის დღეების რაციონში ჩართავთ, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და თავიდან აიცილებთ შეშუპებას.

მანგო ნერვული სისტემისთვისაც სასარგებლოა – უხვად შეიცავს გლუკოზას, რომელიც გვმატებს ენერგიას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი დღის ბოლომდე უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, თუმცა მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კილოკალორიაა.

მანგოს კიბოს პროფილაქტიკაც შესძლებია. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს ტროპიკული სასწაული მდიდარია ანტიოქსიდანტებით – ნივთიერებებით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალ რადიკალებს – სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ ატომებს.

როგორ ვიმკურნალოთ მანგოთი?

ტუჩების ჰერპესის დროს

აიღეთ ცოტაოდენი მწიფე რბილობი, შეურიეთ 2 წვეთი პიტნის ზეთი და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილას. ეს პროცესი დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. მანგოს აქტიურ ზემოქმედებას უზრუნველყოფს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება – მაგნეფერინი, რომელიც მანგოშია აღმოჩენილი.

დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი აქერცლილი კანისთვის

2 სუფრის კოვზ მანგოს დაჭყლეტილ რბილობს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაიდეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს სახე ტონიკით გაიწმინდეთ.

ანტისტრესული კოქტეილი

3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით. დალიეთ მცირე ულუფებად.

თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

მანგოს რაციონი

მანგოსგან მზადდება სალათები, კოქტეილები, ცხარე საწებლები, სოუსები, ჟელე. შეიძლება მანგოს ნაყოფის დაკონსერვება, გაყინვა, გახმობა, ჯემისა და ხილფაფის მოხარშვა.

ორგანიზმმა მანგოში შემავალი კაროტინი უკეთ რომ აითვისოს, სალათი შეაზავეთ მცენარეული ზეთით, მაიონეზით, იოგურტით ან უცხიმო არაჟნით.

Facebook კომენტარები