გოგრის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

340

გოგრის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ცივი გამოწურვით მიღებული გოგრის თესლის ზეთი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ვნახოთ რა ზემოქმედებას ახდენს იგი კანზე, თმებზე და ფრჩხილებზე:

  • აქტიურად ატენიანებს კანს;
  • კვებავს კანს და თმებს;
  • არბილებს კანს;
  • რეგულარული გამოყენებისას უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას;
  • აძლიერებს კანქვეშა კაპილარებს;
  • ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან;
  • აქვს გამოხატული რეგენარაციული მოქმედება;
  • ეფექტურად იცავს კანს ნაადრევი სიბერისაგან;
  • იცავს კანს სხვადასხვა ანთებითი პროცესებისა და გაღიზიანებებისაგან;
  • აქტიურად ებრძვის კანის ალერგიულ რეაქციებს;
  • აქტიურად ებრძვის ნახეთქებს ტუჩებთან;
  • არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას;
  • იცავს კანს მზის დამწვრობისაგან;
  • რეგულარული გაოყენებისას ამაგრებს, აღადგენს ფრჩხლების სტრუქტურას და აჩქარებს მათი ზრდის პროცესს;
  • ამაგრებს თმის ძირებს, აღადგენს სტრუქტურას, აჩქარებს მათი ზრის პროცესს.

კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი გამოიყენება მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანის მოსავლელად. ის არაჩველებრივად უხდება მგრძნობიარე, გაღიზიანებულ, აქერცლილ, გაუხეშებულ და ასაკოვან კანს.

ზეთის გამოყენების ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი, არის რამოდენიმე წვეთის დამატება უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებებში, უშუალოდ გამოყენების წინ.

ასეთი კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება იყოს მკვებავი მალამოები, როგორც სახისთვის ისე ხელებისთვის, ლოსიონები ნიღბები, ტონიკები, ბალზამები თმისათვის, ტუჩებისთვის და შამპუნები.

კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ, აგრეთვე სუფთა სახით. ამისათვის წინასწარ გასუფთავებულ კანზე წავისვათ გოგრის ზეთის თხელი ფენა. 30–40 წუთის შემდეგ კანიდან ხელსახოცით მოვიშოროთ ზეთის ზედმეტი ფენა. ეს პროცედურა უხდება მშრალ და მობერებულ კანს.

გოგრის ზეთის, სუფთა სახით გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია კანის დეკორატიული კოსმეტიკისაგან დასაცავად. მარლის საფენები დავასველოთ თბილ წყალში (40–50 გრადუსი), გავწუროთ, შემდეგ დავასველოთ გოგრის თესლის ზეთში, ნიღაბი დავიდოთ სახეზე, ზემოდან დავიფაროთ თბილი პირსახოცი და 30 წუთი გავიჩეროთ. ასეთი ნიღბის გაკეთება საკმარისია 2–ჯერ თვეში. ნიღბის შემდეგ კანი ხდება ხავერდოვანი და მკვრივი.

ეს ნიღაბი სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვისაც. ამ შემთხვევაში ნიღაბი უნდა გავიჩეროთ მხოლოდ 10 წუთი, შემდეგ პირი დავიბანოთ ცივი წყლით. რეკომენდირებულია ასეთი ნიღბის გაკეთება 2–3 ჯერ კვირაში.

ნიღაბი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს კანის გარეგან სახეს, ასუფთავებს ფორებს. ეფექტური საშუალებაა აკნეს წინააღმდეგ.

შეძენა შეგიძლიათ ჰიპერმარკეტებსა და აფთიაქებში.

frenis kompensacia
frenis kompensacia