2 პროდუქტი, რომლებიც ანაცვლებენ წამლებს

1140

2 პროდუქტი, რომლებიც ანაცვლებენ წამლებს

თანამედროვე ოფიციალურ მედიცინაში ჟოლო გამოიყენება სიცხისდამწევ და ოფლმდენ საშუალებად, შედის სიროფების შემადგენლობაში.

ჟოლოს ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა, ეს მდგომარეობს სისხლძარღვების კედლების გაძლიერებაში. კუჭის დარღვევების(გულძმარვა, ტკივილები, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ) დროს შესანიშნავი საშუალებაა ჟოლოს ფოთლები, ყვავილები და ახალი ღეროები. ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაყენის მომზადება:

2 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ 0.3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ.

ხალხური მედიცინა ჟოლოს ორ ძირითად თვისებას იყენებს ძველი დროიდან. ესენია:

ანთების საწინააღმდეგო – ამ დროის გამოიყენება ფოთლები, ყვავილები, კენკრა და ღეროები(გამომშრალი ან წყალდასხმული). ამ სახით ჟოლო 3 წლამდე ინახება.

აუცილებელია ჟოლოს მუდმივად თანაბარი რაოდენობის წყალს ასხამდეთ გამოცვლის დროს. მიირთვით 2 ს.კ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ქუთუთოების, თვალების შეშუპებისა და კანზე გამონაყარის დროს აუცილებლად დაიბანეთ სახე ჟოლოს წყლით;

ნაბახუსევისა და ხანგრძლივი ლოთობის საწინააღმდეგოდ – ასეთ დროს უნდა მიირთვათ ჟოლოს წყალი. 1-1.5 ლ ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებებს სპირტიანი სასმელის ჭარბი მოხმარების შემდეგ.

ყურძენი არა მხოლოდ ტკბილი სასუსნავია, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ იცოდნენ.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყურძნის ნაყოფი (რბილობი, კანი და წიპწები) მრავალ ორგანოსა და სისტემაზე მოქმედებს.

გლუკოზა და ფრუქტოზა (მათი შემცველობა დამოკიდებულია ყურძნის ჯიშსა და ამინდის პირობებზე და დაახლოებით 30%-ია) ენერგიის მარაგს სწრაფად აღადგენს, თავის ტვინის მუშაობაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ყურძენი ბუნებრივი ტონიკია.

კალიუმი (მისი შემადგენლობის 60% ნაყოფის კანსა და რბილობშია), ასევე ნაყოფში არსებული გლიკოზიდები აუცილებელია გულის ნორმალური მოქმედებისა და თირკმლების ჯანმრთელობისათვის.

ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, თირკმლებისა და ღვიძლის, პოდაგრის ინტოქსიკაციისა და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს.

მუქი ფერის ყურძენი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ ტანინებს, ამიტომ რეკომენდებულია ლარინგიტისა და ანგინის დროს ახალგამოწურული ყურძნის წვენის ყელში გამოვლება. წითელი ყურძენი უფრო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის.

უპირატესობა მიანიჭეთ წიპწიან ყურძენს, რადგან ის უხვად შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და ზრდას. ყურძნის წიპწა ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

წითელი ყურძენი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს – ზრდის ერითროციტების რაოდენობას და ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.

frenis kompensacia
frenis kompensacia