ომეგა 3 სასარგებლო თვისებები და პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ამ საოცარ ცხიმჟავას

818

ომეგა 3 სასარგებლო თვისებები და პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ამ საოცარ ცხიმჟავას

ომეგა 3 არის შეუცვლელი და ძირითადი ცხიმმჟავა რომელზეც არის დამოკიდებული ორგანიზმის ფუნქციონირება. უჯერი ცხიმოვანი მჟავები შეადგენენ უჯრედის მემბრანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. ის უზრუნველყოფს მის მოქნილობას და მნიშვნელოვნად მოქმედებს ყველა იმ პროცესზე რომელიც მიმდინარეობს უჯრედებში.

ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს ცხიმმჟავების დეფიციტი ორგანიზმში როგორიც არის ომეგა 3 , იწვევს ლოგიკური აზროვნების და ინტელექტის დარღვევას, რადგან ეს მჟავები აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის როგორიც არის სინაფსური გადაცემა უჯრედებს შორის, ასევე ამ მჟავებზეა დამოკიდებული თვალის ბადურის ფუნქციონირება.

ასევე ომეგა სამის ნაკლებობის შედეგად ვითარდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებები. გულის, ღვიძლის, თირკმელების, ძვლების და კუნთების. რაც შემდგომში იწვევს გულის შეტევას, ჰიპერტონიას, დისტროფიულ პროცესებს ხერხემალში და სახსრებში.

ტვინის მოლეკულური სტრუქტურა ნახევარზე მეტი შედგება ლიპიდების და ცილის ნაერთებისგან (lipoproteins). ეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანოს სტრუქტურის შემადგენლობა.

ომეგა 3 – ს ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა, აქვს ანტიფსორიაზული მოქმედება. ჰიპოლიპიდემიური, არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი, ანტიჰიპერტენზიული, ანტი ათეროსკლეროზული და სხვა მრავალი მოქმედება ახასიათებს.

შინაგანი მიღების დროს კარგად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭის წვენით დამუშავების შემდეგ. ღვიძლში მოხვედრის შემდეგ მჟავების საკმაო რაოდენობა ერთვება მეტაბოლურ პროცესებში.

მისი გამოყენება რეკომენდირებულია:

  1. ნებისმიერი დონის სიმსუქნე.
  2. წონის ნაკლებობა და ორგანიზმის გამოფიტვა.
  3. დიაბეტი.
  4. ჰიპერტონია.
  5. სისხლძარღვთა დაბოლოებების დაზიანება.
  6. ტვინის კაპილარების დაავადება.
  7. ინფარქტი და გულის იშემიური დაავადება.
  8. კანის ალერგიული დაავადებები.
  9. ორგანიზმის იმუნოდეფიციტი.

რომელი პროდუქტები შეიცავს ომეგა 3 -ს?

  • თევზი და ზღვის პროდუქტები
  • სელის ზეთი, კანოლის ზეთი, სოიოს ზეთი
  • სელის თესლი და კაკალი
  • სოიოს მარცვალი და ტოფუ
  • მუქი-მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული
  • გაღვიებული ხორბალი

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფაქტიურად ერთადერთი სრულფასოვან წყაროს ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ.

დღესდღეისობით ძალიან ბევრს წერენ სელის ზეთზე, რომელიც ომეგა-3-ის მდიდარ წყაროდ ითვლება. აღსანიშნავია, ისიც რომ სელის ზეთში ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმები იდეალური თანაფარდობითაა.

frenis kompensacia
frenis kompensacia