ქაცვის ზეთის სამკურნალო თვისებები. ნახეთ რომელ დაავადებებს კურნავს და როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში

989

ქაცვის ზეთის სამკურნალო თვისებები. ნახეთ რომელ დაავადებებს კურნავს და როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში.

ჭარბი წონა: ქაცვის ზეთში შემავალი არანაჯერი ცხიმოვანი მჟვები და ფლავონიდი, ხელს უწყობენ ცხიმოვანი მჟვების ცვლას, რითაც ეხმარება ორგანიზმს წონის კლებაში.

ქაცვის ზეთი ხელს უწყობს რადიონუკლიდების გამოყოფას, რაც იცავს ორგანიზმს რადიაციული დასხვიების მიერ გამოწვეული დაავადებებისგან.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ქაცვის ზეთი შეიცავს ნახევრადარანაჯერ ცხიმოვან მჟავებს, ფლავინოიდებს და კუმარინებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვთა ელასტიურობის ზრდას და ამცირებენ მათი შეღწევადობის უნარს.

ამის გარდა ქაცვის ზეთის რეგულარული მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აფერხებს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედლებზე და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. ეს ზეთი აფერხებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას გულ-სისხლძარღვთა სისტემაში.

ქაცვის ზეთის რეგულარული მიღება ახდენს არტერიული წნევის და სისხლის შედედების ნორმალიზებას. ამიტომ გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, თრომბოფლებიტის, გულის იშემიური დაავადებების, გულის ანთებითი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ქაცვის ზეთი ამცირებს კუჭის მჟავიანობას, იცავს კუჭის ლორწოვან გარსს, აუმჯობესებს ღვიძლში ცხიმის მეტაბოლიზმს. ეფექტურად გამოიყენება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის და სხვა მოწამვლების შემთხვევაში, წარმატებულად გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჰიპოკინეზიის კომპლექსურ თერაპიაში.

ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა წყლულების სამკურნალოდ, აქრობს ძველ ნაწიბურებს, ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

ქაცვის ზეთი გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, კოლიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენიტი. ქაცვის ზეთი უნდა მიიღოთ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

ცხვირ–სახის დაავადებები: ქაცვის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ბაქტერიოციდული მოქმედება, ამიტომ აქტიურად გამოიყენება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

მისი გამოყენება ნაჩვენებია სინუსიტის, ჰაიმორიტის, ფარინგიტის, ნაზოფარინგიტის, ლარინგიტის, ტონზილიტის, რინიტის და ანგინის დროს.

მხედველობითი ორგანოს დაავადებები: ქაცვის ზეთმა დაამყარა რეკორდი კაროტინოიდების შემცველობაში. კაროტინოიდები აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქიონირებისათვის. ზეაქსანტინს და კვერცეტინს აქვს თვისება დაგროვდეს თვალის ქსოვილებში და დაიცვას თვალი თვისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

რეგულალური მიღებისას ქაცვის ზეთი კატარაქტის, გლაუკომის, დიაბეტური რეთინოპათიის და მასკულოდისტროფიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშვალებაა.

ამავე დროს ზეთი წარმატებით გამოიყენება თვალის შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში: კონიუნქტივიტი, რქოვანას ტრამვული დაზიანებები, თვალის სხივური დამწვრობითი დაზიანებები, კერატიტები და ტრაქომა.

  1. აქვს ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება;
  2. აქვს რეგენერაციული მოქმედება. ახორცებს ჭრილობებს;
  3. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული თვისებები;
  4. აკაჟებს ორგანიზმს;
  5. გამოიყენება ავიტამინოზის ასევე ჰიპოვიტამინოზის სამკურნალოდ;
  6. ხელს უწყობს სისხლძარღვთა ელასტიურობის ზრდას;
  7. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  8. აფერხებს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედლებზე;
  9. ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს;
  10. აფერხებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას გულსისხლძარღვთა სისტემაში;

ქაცვის ზეთის დასამზადებლად საღი ნაყოფი კარგად გარეცხეთ, ქაღალდის საფენზე ერთ ფენად დააწყვეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ წვენსაწურით, ბლენდერით ან ხორცსაკეპით დააქუცმაცეთ და წვენი გამოწურეთ.

ქაცვის ჩენჩო მინის ქილაში გადაიტანეთ და ზეთი დაასხით (სასურველია ზეითუნის). გაითვალისწინეთ, რომ 3 ჭიქა ქაცვის ჩენჩოზე 1/2 ლიტრი ზეთი დაგჭირდებათ.
ქილას თავი დააფარეთ და ბნელ ადგილზე დადგით.

ერთი კვირის შემდეგ ქილა გამოიღეთ და ქაცვის ჩენჩოდან ზეთი გადმოწურეთ. ეს პროცედურა ფრთხილად უნდა ჩაატაროთ, რადგან ქაცვის ზეთი ტანსაცმელზე ძნელად ამოსაყვან ლაქებს ტოვებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia