თიაქარის სამკურნალო მალამო მოამზადეთ სახლში

1239

თიაქარის სამკურნალო მალამო მოამზადეთ სახლში

მალამო მზადდება ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის:

  1. ლაშქარას ფესვები 50გრ
  2. ფიჭვის ფისი 30გრ
  3. ბარამბო (მელისა) 30გრ
  4. მცენარეული ზეთი 50მლ
  5. პროპოლისი 30გრ
  6. ფუტკრის სანთელი 20გრ

მალამო არის 100% ნატურალური, იგრედიენტების შერევა ხდება ცივად. კარგად გადაურიეთ და შუშის ქილაში ჩადეთ. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში.

მალამოს სასარგებლო თვისებები

თიაქარის სამკურნალო მალამო არის ხალხური მედიცინის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ერთობლივი პროდუქტი. მისი მოქმედება ხერხემალზე და თიაქარზე არის კომპლექსური. თიაქარი არის რთული დაავადება, მას გააჩნია განვითარების 4 სტადია (ეტაპი). ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო შორს არის წასული დაავადება მით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდებათ.

ქვევით შეგიძლიათ წაიკითხოთ მალომოს შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მოკლე აღწერილობა. სწორედ ამ ინგრედიენტების ერთობლივი მოქმედება ხდის ამ მალამოს ეფექტურ საშუალებად. რადგან თიაქარი არის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება და ამავე დროს მიმდინარეობს მისი ანთებითი პროცესი, მალამოში შემავალი ნივთიერებები სწრაფად აღწევენ მტკივნეულ ადგილამდე და იწყებენ ორგანიზმთან თანამშრომლობას, ამ ძალიან არასასიამოვნო პრობლემის მოსაგვარებლად.

ლაშქარას ფესვების გამოყენების სპექტრი საკმაოდ ვრცელია. სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. დაჭიმულობას, სისხლჩაქცევებს. ზურგისა და კუნთების ტკივილს. გამოიყენება: ოსტეოპოროზის, ღია და დახურული მოტეხილობის, მყესების დაჭიმულობის სამკურნალოდ და ა.შ.

ფიჭვის ფისი (ჟივიცა) ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოვანი დაავადებების გავრცელებას. ის ქმნის პარაზიტებისთვის არაკომფორტულ გარემოს და ხელს უშლის მათ გამრავლებას და აფერხებს მათ ფუნქციონირებას. რის შედეგადაც ძლიერდება იმუნური სისტემა. ამასთან ერთად ჟივიცა არის ბუნებრივი უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალება. ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას. ასევე კარგია სახსრების ანთების დროს.

ბარამბო (მელისა) გამოიყენება რევმატიზმის, პოდაგრის და კანის დაავადებების დროს. აქვს ანტიმიკრობული, ანტიჰისტამინური, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება. რის შედეგადაც ქსოვილში იქმნება საუკეთესო გარემო სადაც თავისუფლად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები.

პროპოლისს "დინდგელი" აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების და შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს ქსოვილს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

მალამოს  სასარგებლო თვისებები:

თიაქრის მალამო ძირითადად გამოიყენება მალთაშუა თიაქრის სამკურნალოდ, რომელიც ძირითადათ ვითარდება: წელის, კისრის და გულმკერდის არეში.

  1. აყუჩებს ტკივილს.
  2. ებრძვის ანთებით პროცესებს.
  3. ამცირებს შეშუპებას.
  4. ხსნის სპაზმებს.
  5. კვებავს ძლოვან და ხრტილოვან ქსოვილს.
  6. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.
  7. აჩერებს თიაქარის ზრდას და ხელს უწყობს მის საბოლოო გაქრობას.
  8. ასევე წარმატებით ებრძვის სახსრების ანთებას.
  9. რევმატიზმს.

მალამოს გამოყენება

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

frenis kompensacia
frenis kompensacia