გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო მცენარე, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მრავალ დაავადებას.

12980

გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო მცენარე, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მრავალ დაავადებას.

ალოეს ქიმიური შემადგენლობა: 

ვიტამინები: B ჯგუფის ვიტამინები, E და C.

ალოეს ფოთლები ასევე შეიცავს: ფერმენტებს, ეთერზეთებს, ფისოვან ნივთიერებებს და რაც მთავარია ალოინს.

 ასევე ალოე შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასევე ის შეიცავს: 22 ამინომჟავიდან 20 ამინომჟავას რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის.

დღეს უნდა გესაუბროთ ალოე ვერას სარგებლობაზე კოსმეტიკური ხაზით და სტატიაში გიამბობთ თუ როგორ გამოვიყენოთ მწვანე მკურნალი სახის კანისთვის.

ალოე ვერა დაგირბილებთ სახის კანს და თითქოს რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ. ცადეთ შემოთავაზებული მეთოდი და დარწმუნდით, რომ ალოე ვერა ყველაზე ეფექტური და უფასო კოსმეტიკური საშუალებაა.

როგორ გამოვიყენოთ ეს საოცარი საშუალება სახის კანისთვის?
  1. მცენარეს მოაჭერით საშუალო ზომის ფოთოლი, კარგად გარეცხეთ და ხელით დაარბილეთ. დარბილებული ფოთოლი გახსენით და რბილობი გამოაჩინეთ.
  2. ალოე ვერას რბილობი სახეზე შეიზილეთ. ნიღაბი უნდა დაიტოვოთ გაშრობამდე, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასტიმულირებს შეხორცების პროცესებს.  ის გამოიყენება ძნელად შესახორცებელი ჭრილობების შესახორცებლად და კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ მის ცოცხალ ფოთლებს, წვენისგან დამზადებულ მაზებს და ემულსიებს დერმატიტების სამკურნალოდ.

ასევე აქვს საოცარი დამატენიანებელი მოქმედება კანზე. მისი ახლად გამოწურლი წვენი შეგიძლიათ წაისვათ დამწვრობაზე, მწერების ნაკბენზე, ნაკაწრებზე და შესიებულ კანზე. რადგან ის არის ანტი ანთებითი და ანტი მიკრობული ძლიერი ნივთიერება.

ნაყენის დამზადება: 

კარგად გარეცხეთ ალოეს ფოთლები. შემდეგ დააქუცმაცეთ. მიღებული ფაფა შეურიეთ წყალს პროპორციით 1:5. მაგალითად: 1 სუფრის კოვზი ალოეს ფოთლების ფაფა, შეურიეთ 5 სუფრის კოვზ წყალს. შერევის შემდეგ მიღებული მასა დატოვეთ 1 საათი. 1 საათის შემდეგ მიღებული მასა წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 2 – 3 წუთი. შემდეგ გაწურეთ ორ პირ მარლაში.

წვენის გამოწურვა: 

ალოეს ფოთლები გავრეცხოთ მდუღარე წყლით. შემდეგ დავაქუცმაცოთ დანით და გამოვწუროთ წვენი. ეს შეიძლება გავაკეთოთ წვენსაწურით, ხორცის საკეპი მანქანით, ან გავხეხოთ სახეხით და გავწუროთ. მიღებული წვენი გავფილტროთ 4 – 5 პირ მარლაში.

ფოთლების გამოყენება:

ნედლ ალოეს ფოთლებს მოვაცილოთ კანი, კან მოცლილ ფოთლებს იდებენ დაზიანებულ კანზე.

Facebook კომენტარები