უნიკალური, სამკურნალო თვისებებით სავსე გოჯის კენკრა- ეს უნდა გამოიყენოთ ყველამ

349

უნიკალური, სამკურნალო თვისებებით სავსე გოჯის კენკრა- ეს უნდა გამოიყენოთ ყველამ

გოჯი ბერი არის მარადმწვანე ბუჩქი. ბუჩქის სამშობლო არის ტიბეტი. მცენარის სიმაღლე აღწევს 3 მეტრს. მისი ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით.

ფოთლები უბრალოა და აქვთ ელიფსის ფორმა. გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5 სმ. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს 20 – 40 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის წითელი მარჯნისფერი.

ბუჩქნარი ყვავილობას იწყებს აპრილში. ნაყოფი მწიფდება მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ან ინვნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ასეთ სხვაობას იწვევს მისი გავრცელების ადგილები. მცენარე უძლებს: –27 – +39 C გრადუსამდე.

გოჯის ნაყოფი არის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრა მთელ დედამიწაზე, ნაყოფის შემადგენლობა და თვისებები უბრალოდ უნიკალურია. მათი გემო არის ტკბილი და ოდნავ მომჟავო, მოგაგონებთ ასკილის გემოს.

კენკრა გოჯის ქიმიური შემადგენლობა:

100 გრამი გოჯი შეიცავს 253 კილოკალორიას

ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი.

C ვიტამინს შეიცავს 5 ჯერ მეტს ვიდრე ფორთოხალი. კაროტინს 20 ჯერ მეტს ვიდრე სტაფილო. კენკრაში რკინის შემცველობა 15-ჯერ მეტია ვიდრე ისპანახში.

პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4.

ისინი არ არის არცერთ საკვებ პროდუქტში გარდა გოჯის ნაყოფისა. ესენი არის რთული ნახშირწყლები და წარმოადგენენ ძირითად ენერგიის წყაროს. ორგანიზმში ისინი წარმოქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად.

უნდა აღინიშნოს, რომ გოჯის ნაყოფი არა მხოლოდ ნივთიერებათა შემცველობის სიმრავლით არის უნიკალური, არამედ მათი რაოდენობით. მაგალითად: ამერიკული სისტემის ORAC – ის მიხედვით. 100 გრამ ნივთიერებაში არსებული ნივთიერებების რაოდენობა:

ბანანი – 200, ბადრიჯანი – 390, სიმინდის – 400, ხახვი – 450, გრეიფრუტი – 483, კივი – 602, ბალი – 670, წიწაკა – 710, ყურძენი – 739, ფორთოხალი – 750, ჭარხალი – 840, ისპანახი – 1260, მარწყვი – 1540, მოცხარი – 2036, ბროწეული – 3307, კენკრა გოჯი – 25300!

კენკრაში შემავალი პოლისაქარიდები ორგანიზმს ეხმარება საკვების არა ცხიმში არამედ ენერგიაში გადაყვანის პროცესში. შედეგად არ ხდება ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნა. ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა.

  1. ამსუბუქებს თავის ტკივილს და თავბრუსხვევებს.
  2. ნორმაში მოჰყავს ძილი და აუმჯობესებს მის ხარისხს.
  3. ორგანიზმი უფრო გამძლე ხდება სხვადასხვა დაავადების მიმართ.
  4. ამაღლებს იმუნიტეტს.
  5. ორგანიზმს ეხმარება სისმსივნის მკურნალობის შემდგომ, აღდგენის პროცესში.
  6. აღადგენს და რესტავრაციას უკეთებს დნმ – ს.
  7. ამცირებს ონკოლოგიური უჯრედბის ზრდას.
  8. ამცირებს რადიაციისა და ქიმიოთერაპიის უარყოფით ზემოქმედებას ორგანიზმზე.
  9. კურნავს ძვლის ტვინის დარღვევებს და დაავადებებს.
  10. აახალგაზრდავებს სისხლს.
  11. სტიმულაციას უკეთებს ლიმფოციტების გამოყოფის პროცესს.
  12. ააქტიურებს ანთების საწინააღმდეგო ფერმენტებს.
  13. ღვიძლს უნარჩუნებს ჯანმრთელობას.
  14. აუმჯობესებს მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს.
  15. აძლიერებს ძვლებს და კუნთებს.
  16. ეხმარება თირკმელებს სტაბილურ მუშაობაში.
  17. აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის საერთო მდგომარეობას.
  18. ეხმარება ხველისა და გაციების დროს.
  19. ქმნის დადებით განწყობას და ხსნის სტრესულ მდგომარეობას.
  20. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
  21. აუმჯობესებს მხედველობას.

გოჯის დღიური ნორმა შეადგენს 1 სუფრის კოვზს.

გოჯის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება: 

აიღეთ გოჯის მშრალი ნაყოფი 1 სუფრის კოვზი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ნაყოფი აუცილებლად შეჭამეთ.

Facebook კომენტარები