როგორ უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება ისე, რომ არ შეგაწუხოთ ნაღველში კენჭებმა?! 

4464

როგორ უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება ისე, რომ არ შეგაწუხოთ ნაღველში კენჭებმა ?! 

Ბოლო დროს მომრავლდა კენჭოვანი  დაავადებები (ან ნაღვლის ბუშტის დაავადება). სასკოლო ასაკის ბავშვებსაც კი აქვთ მსგავსი დიაგნოზი .

ნაღვლის ბუშტის კენჭები – ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ხშირად სომპტომები არ გააჩნია.

ნაღვლის ბუშტის კენჭები  კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე წარმოიქმნას.

ქოლელითიაზი იშვიათია ბავშვებში და მოზარდებში, ხშირად ემართებათ მამაკაცებს და ქალებს 45 წლის ზემოთ.

ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. ამის მიზეზია ქალური ჰორმონები – ესტროგენები, რომლებიც ანელებენ ნაღვლის გამოყოფას.

არსებობს ორის სახის კენჭი: ქოლესტერინისა და პიგმენტური ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს.

პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს.

ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს მწვავე ქოლეცისტიტით, მექანიკური სიყვითლით, რომელიც ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება.

ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი შესაძლოა სადინარში გაიჭედოს. ამის შედეგად სადინარი იხშობა, ნაღველი იქიდან ვეღარ გადის და ბუშტშივე გროვდება. ნაღვლის ბუშტი თანდათანობით იზრდება – თუ ნორმაში 25 მლ ტევადობისა უნდა იყოს, ზოგჯერ 200 მლ-საც. აღწევს. ყოველივე ეს კი იწვევს ტკივილს.

ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • მემკვიდრეობითი ხასიათი,
  • ჭარბი წონა,
  • ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება.
  • არასწორი დიეტა.

შეიძლება თუ არა ნაღველში არსებული კენჭების დაშლა?

ნაღვლის კენჭების დაშლა არ შეიძლება. თუმცა, ძალიან ბევრი ცდილობს და ათასგვარ ხერხს მიმართავს: ზოგ შემთხვევაში ეს თვითმკურნალობაა, მაგრამ ზოგიერთი “მკურნალი” ე.წ. კენჭების დაშლაში პაციენტს ფულსაც ართმევს.

ამ მიზნით მცენარეულ საშუალებებსაც მიმართავენ: მაგალითად, ზეითუნის ზეთს ან მანანის ბურღულს, მაგრამ კენჭები ნაღველში იმავე რაოდენობით რჩება.

განსხვავება იცით რა არის? – ამგვარი “მკურნალობის” შემდეგ ფეკალური მასა შეკრული, მწვანე კოშტების სახით გამოდის და პაციენტს ჰგონია, რომ კენჭები დაიშალა.

ნაღვლის ბუშტში კენჭის დაშლა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს.

ბავშვობიდანვე უნდა ვეცადოთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები არ ჩამოყალიბდეს: ამისათვის საჭიროა კვების რეჟიმის დაცვა: უნდა ვჭამოთ დღეში სამჯერ, რომ ნაღვლის წვენი გამოიყოს დღეში სამჯერ მაინც.

დილის საუზმე აუცილებელია, შუადღის კვება 1-დან 3 საათამდე – ასევე აუცილებელი, მერე კი შეიძლება საკვები მესამედ და მეოთხედაც მივიღოთ.

თუ კვება მოწესრიგებული არ არის, ნაღვლის ბუშტში ნაღვლის წვენი გუბდება და მერე კენჭად ყალიბდება.

პროფილაქტიკისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბევრი მცენარე – ნაკრებში, ან – ცალკე. მათ შორისაა: გვირილა, კრაზანა, ფარსმანდუკი, თავშავა, ბარამბო, ვარდკაჭაჭა, ცაცხვის ყვავილი.

სასურველია, მათი ნაყენი ჩაის სახით დალიოთ. აიღებთ ამ მცენარეებს (ყველა აუცილებელი არ არის, 3-4 მათგანიც საკმარისია) თანაბარი რაოდენობით და შეურევთ ერთმანეთში.

სამ სუფრის კოვზ ნარევს დაასხამთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და მიიღებთ დღეში სამჯერ – ჭამის შემდეგ.

ეს პროფილაქტიკისათვის ძალიან კარგი საშუალებაა, შეიძლება გამოიყენოთ ქოლეცისტიტის დროსაც, მაგრამ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები