ჩემს შვილს კალციუმის დეფეციტი ჰქონდა, სოფლის კვერცხის ნაჭუჭმა იდეალურად მოახერხა ამ დეფიციტის შევსება

249

ჩემს შვილს კალციუმის დეფეციტი ჰქონდა, სოფლის კვერცხის ნაჭუჭმა იდეალურად მოახერხა ამ დეფიციტის შევსება

არსებობს ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც ვითარდება კალციუმის დეფიციტი. ასეთი შეიძლება იყოს მაგ.: ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, გარკვეული პრეპარატების მიღება, ზოგჯერ მავნე ჩვევების ზემოქმედებაც (მათ შორის ალკოჰოლი და ნიკოტინი).

მიუხედავად ყველაფრისა კალციუმის ალიმენტარული (კვებითი) დეფიციტი  ძალზედ იშვიათია.

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რაც უფრო მაღალია ორგანოებში და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, მით უფრო განიცდიან ისინი მაკროელემენტების დეფიციტს და მით უფრო მიდრეკილნი არიან დაავადებებისადმი.

მაგალითისათვის ნივთიერებათა ცვლა ძვლოვან ქსოვილში მიდის ძალიან ნელა, როდესაც სისხლში, კუნთოვან და სეკრეტორულ ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროცესი ძალზედ აქტიურია.

კიდევ უფრო ნელი ტემპებით მიდის ცვლის პროცესები მინანქარში, აღნიშნულ ცვლას კი ახორციელებს არა სისხლი არამედ ნერწყვი. თავის მხრივ ნერწყვის ქიმიურ შემადგენლობაზე დიდ გავლენას ახდენს ჰორმონალური ფონი.

მაშასადამე, კალციუმის დეფიციტისას პირველ რიგში ზიანდება „სწრაფი“ ცვლის მქონე ქსოვილები და ორგანოები: სისხლი, კუნთები, შიდა სეკრეციის ჯირკვლები, შედეგად ვიღებთ ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის ადრეულ ნიშნებს – სისხლის შედედების დარღვევა, კუნთოვანი სპაზმები, გულის რითმის დარღვევა და ა.შ.

რა თქმა უნდა, ორგანიზმი ცდილობს მოახდინოს კალციუმის დეფიციტის კომპენსაცია, ამიტომ „იღებს“ მათ „ნელი ცვლის“ მქონე ქსოვილებიდან, პირველ რიგში ძვლებიდან. ასე ვითარდება ოსტეოპოროზი.

უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კბილების და ძვლების პრობლემები ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის უკიდურესი ნიშანია. მას წინ ახლავს გაცილებით უსიამოვნო უამრავი სიმპტომი, სინდრომი და დაავადება.

კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი.

კარგად გარეცხეთ სოფლის კვერცხი, 2-3 წუთი ჩააგდეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ,
ნაჭუჭს შიდა მხრიდან მოაშორეთ აპკი, როდინში დაფქვით პუდრივით.

აიღეთ ჩაის კოვზის წვერით, დააწვეთეთ ლიმონის წვენი და მიირთვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ხსნარი. კარგად გარეცხილი უმი კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ისე, რომ დაიფაროს და გააჩერეთ 8-12 საათი.

კალციუმი ნაწილობრივ გადადის ხსნარში, რომელიც მზა კერძს შეგიძლიათ მოასხათ გემოვნების მიხედვით.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Facebook კომენტარები