დღეს გასწავლით რა უნდა მოიმოქმედოთ პირის ღრუს პრობლემების დროს

972

დღეს გასწავლით რა უნდა მოიმოქმედოთ პირის ღრუს პრობლემების დროს

პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს და ხშირ შემთხვევებში დაბალი თვითშეფასების მიზეზიც ხდება.

პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გასაქრობად არაერთი საშუალება არსებობს, როგორებიცაა – საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ.

თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.

არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა მიზეზი განაპირობებს დაავადების პროვოცირებას.

ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.

პირის ღრუს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს: 

  • საკვები ნარჩენების კბილებს შორის დატოვება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და შედეგად წარმოქმნის არასასიამოვნო სუნს. ასევე გარკვეული საკვების მიღება, როგორიცაა – ხახვი, ნიორი და სანელებლები.
  • თამბაქო – იწვევს პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს, გარდა ამისა მეტია ღრძილების დაავადების ალბათობა, რაც თავის მხრივ აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზია.
  • პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა – კბილების ყოველდღე გახეხვა და სპეციალური კბილების საწმენდი ძაფით წმენდა აუცილებელია საკვები ნარჩენებისგან სათანადოდ გასაწმენდად, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის გარშემო ხდება ნადების ფორმირება, რომელიც აზიანებს ღრძილებს.
  • პირის სიმშრალე – ნერწყვი პირის ღრუში ასრულებს დეზინფექტორის როლს, აშორებს არასასიამოვნო სუნსა და ნაწილაკებს;
  • პირის ღრუს ინფექციები – არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებული ჭრილობებით
  • კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და სანაღვლე გზების დაავადებები, როგორიცაა – გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადებები და ა.შ.
  • ყელ ყურ ცხვირის სხვა პრობლემები – ინფექციები და ქრონიკული ანთებითი პროცესები ცხვირში, სინუსებსა და ყელში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩანადენი პირში და ასევე არასასიამოვნო სუნი.

ავადსახსენებელი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ერთბაშად უამრავი საზრუნავი დაგვატყდა თავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც შემახსენა თავი, მაგრამ ომიანობისა და უსახსრობის გამო დროულად ვერ მივხედე, ვერ ვიმკურნალე.

შედეგად მივიღე გინგივიტი — ღრძილების ანთება, გამიფუჭდა კბილები, გამიჩნდა უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. გაფუჭებულ კბილებს რაღა ეშველებოდა, გინგივიტის სამკურნალოდ კი ძალიან გამომადგა ხალხური მედიცინა.

1 სუფრის კოვზ მუხის წვრილად დაჭრილ ქერქს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს,
თავდახურულს 15-20 წუთით ვაჩერებთ წყლის აბაზანაში, შემდეგ ანადუღარი წყლით პირვანდელ ოდენობამდე ვავსებთ და დღეში რამდენიმეჯერ ვივლებთ პირის ღრუში გამოჯანმრთელებამდე.

ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში ჩვეულებრივი ნელთბილი
წყალი.

ყოველდღე, დღეში 3-ჯერ, უნდა მივიღოთ თითო სუფრის კოვზი სუროს ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაკეპილ სუროს ფოთოლს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 10 წუთით ვაყენებთ და გადავწურავთ.

როდესაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დაავადებული კბილებით არის გამოწვეული, გამოიყენეთ ეს საშუალება:

200 მლ ხარისხიან არაყში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი თაფლი, შეათბეთ, პირში ჩაიგუბეთ და 10-15 წუთს გაიჩერეთ.

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Facebook კომენტარები