პედიატრი ფრანსუაზა ბერტუ ბავშვების ვაქცინაციაზე. ის, რის შესახებ ბევრმა არ იცის

1753
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ფრანსუაზა ბერტუ– პედიატრი, ჰომეოპათი, წიგნების ავტორი, 3 შვილის დედა. ამ ექიმმა ვაქცინაციის საჭიროებაზე საკმაოდ ბევრი ისაუბრა და მოჰყვა თუ რას ფიქრობენ ამაზე სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ მის მოსაზრებებს გთავაზობთ:

ევროპა
„ინგლისში ექიმ მიშელ ოდენის მიერ ჩატარებულმა 2 კვლევამ აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყივანახველასგან აცრა გაკეთებული არ ჰქონდათ, ასთმა, სხვა ბავშვებთან შედარებით, 5–6 ჯერ ნაკლებად აწუხებდათ. პირველ გამოკვლევაში La Leche League–ს 450 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ხოლო მეორეში შტეინერის სკოლის ბავშვები.

ექიმების ჯგუფმა, შტეინერის სკოლაში 14893 ბავშვზე დაკვირვების შედეგად (ავსტრია, გერმანია, ჰოლანდია, შვედეთი და შვეიცარია) დაადგინა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ანთროპოსოფიული კულტურის გარემოში ცხოვრობდნენ (ისინი აცრებს იშვიათად იკეთებენ) ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, ვიდრე მეორე საკონტროლო ჯგუფის ბავშვებს.

აშშ
აშშ–ში აუტიზმით დაავადების ძალიან მაღალი დონე ფიქსირდება. ხოლო ბავშვები, რომლებსაც აცრები გაკეთებული არ აქვთ, ამ სტატისტიკასთან შედარებით, დიდ კონტრასტს ქმნიან.

ავსტრალია
1942 წელს ლესლი ოუენ ბეილიმ, 85 ბავშვზე მეურვეობა გააფორმა. აცრა მას, არავისთვის გაუკეთებია. თუმცა 34 ბავშვს ჩუტყვავილა აღმოუჩინეს. ამ პერიოდში, ისინი მხოლოდ წყალს და წვენს იღებდნენ, არც ერთს არ ჰქონია გართულება.

ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა ( 1992 წელი და 1995 წელი) აჩვენეს, რომ იმ ბავშვებში, რომლებისთვისაც აცრა არ გაუკეთებიათ, ალერგიის, ოტიტის, ტონზილიტის, სურდოს, ეპილეფსიის შემთხვევები და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.

იაპონია
1975–1980 წლებში იაპონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვის პირველი აცრა 2 წლის ასაკში გაეკეთებინათ. ამის მიზეზი იყო ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი. „პედიატრიაში“ გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 1970 წლის იანვრიდან – 1975 წლის იანვრამდე აცრებზე 57 სერიოზული რეაქცია (37 სიკვდილის ჩათვლით), ხოლო 1975 წლის თებერვლიდან– 1981 აგვისტომდე, აცრაზე სულ 8 სერიოზული რეაქცია (3 სიკვდილის ჩათვლით) დაფიქსირდა. კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ იმუნური სისტემა 2 წლის ასაკში უფრო ძლიერია, ვიდრე 2 თვის ასაკში.”

frenis kompensacia
frenis kompensacia