ჭინჭრის ბალზამის განმაცვიფრებელი შედეგები
ჭინჭრის კვებითი ღირებულება – 42 კილოკალორია
ცხიმი – 0,6 გ
ნახშირწყლები – 1,3 გ
ცილები – 7,3 გ
ვიტამინები და მინერალები
A ვიტამინი – 400 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 44%)
ბეტა კაროტინი – 2.400 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 120%)
E ვიტამინი – 800 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 6%)
ვიტამინი B1 – 200 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 18%)
ვიტამინი B2 – 150 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 13%
ვიტამინი B3 – 800 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)
ვიტამინი B5 – 300 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)
ვიტამინი B6 – 160 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 11%)
ვიტამინი B7 – 0,5 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 1%)
ფოლიუმის მჟავა – 30 მკგ
C ვიტამინი – 333000 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 333%)
K ვიტამინი – 600 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 10%)
ნატრიუმი – 80 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)
კალიუმი – 475 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 12%)
კალციუმი – 713 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 71%)
მაგნიუმი – 80 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 23%)
ფოსფორი – 138 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 20%)
გოგირდი – 40 მგ
ყველამ იცის, რომ ჭინჭარი სასარგებლო მცენარეა. ხალხურ მედიცინაში მისგან სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ.
ჭინჭრის ბალზამი, რომელსაც ხშირად
ვაკეთებ და ვიყენებ, ძალიან კარგია ძალღონის მოსაკრებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
აიღეთ 250 გრამი მაისში დაკრეფილი ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და და-
ნაყეთ. ქილაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ჩაყარეთ დანაყილი ჭინჭარი, მოუკარით პირი დოლბანდით და 1-2 დღით დადგით მზიან ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მერე კი 10 დღით ბნელ გრილ ადგილას გააჩერეთ.
ბოლოს გადაწურეთ, ჩაასხით
ქილაში და მაცივრის ქვედა თაროზე დადგით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოობით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება.
ნაწლავის ანთებითი დაავადება
ჭინჭარი ძალიან უხდება ნაწლავის ანთებით დაავადებებს: კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს. მათი პრევენციისთვის ამ მცენარის მენიუში შეტანაც საკმარისია.
ართრიტი
ანთებასაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო ჭინჭარი ძალიან კარგია ართროზის (განსაკუთრებით – მისი ყველაზე გავრცელებული ფორმის, რევმატოიდული ართრიტის) და პოდაგრის დროს.
ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ 50 გ ორთქლზე მოწალული ჭინჭრის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ამცირებს ტკივილს და შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიც კი შეცვალოს.
პაციენტებს, რომლებიც ჭინჭარს ყოველდღე მიირთმევდნენ, საგრძნობლად შეუმსუბუქდათ ტკივილი. საგრძნობლად დაიკლო სისხლში რევმატული პროცესის მარკერებმა, ხოლო მოძრაობა გაცილებით თავისუფალი გახდა.
შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექციები
ჭინჭარი კარგი შარდმდენია. მისი ჩაი საუკეთესოა საშარდე გზების ინფექციებისა და შარდის ბუშტის გაღიზიანების დროს: შარდი მალ-მალე გამოიყოფა და ინფექციის გამომწვევი მიკრობებიც თან მოჰყვება. რაც უფრო მაგარია ჩაი, მით უფრო ინტენსიურად მოქმედებს.
ჭინჭარი ხელს უშლის შარდის ბუშტსა და თირკმელში ქვების ჩამოყალიბებას – მისი წყალობით ქვის წარმომქნელი მინერალური მარილები შარდში აღარ კრისტალიზდება