იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრელობისთვის. როგორ მოვიქცეთ რომ იოდდეფიციტი ავიცილოთ? 

2897

იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრელობისთვის. როგორ მოვიქცეთ რომ იოდდეფიციტი ავიცილოთ? 

Ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 20-დან 50 მგ-მდე იოდს, საიდანაც მინიმუმ 60% კონცენტრირებულია ფარისებრ ჯირკვალში, 40% – კუნთებში, საკვერცხეებში, სისხლში.

ფარისებრი ჯირკვალი: იოდი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კომპონენტი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) და საჭიროა მათი სინთეზისთვის.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ფარისებრი ჯირკვლები განსაზღვრავენ ნივთიერებათა ცვლის დონეს, გავლენას ახდენენ საკვების ენერგიად გარდაქმნაზე და მის გამოყენებაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აუცილებელია ყველა ორგანოს ზრდისა და განვითარებისთვის.

იოდი არეგულირებს :

ენერგიის მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურას;

ბიოქიმიური რეაქციების სიჩქარეს;

ცილების, ცხიმების, წყლის და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს.

რიგი ვიტამინების მეტაბოლიზმს;

სხეულის ზრდისა და განვითარების პროცესები, მათ შორის ნეიროფსიქიკური განვითარებისა.

გარდა ამისა, იოდი ზრდის ქსოვილების ჟანგბადის მოხმარებას.

იოდის სარგებელი:

უზრუნველყოფს მეტ ენერგიას, ხელს უწყობს ზრდას, აადვილებს დიეტას ზედმეტი ცხიმების წვით, ააქტიურებს გონებრივ მუშაობას, უზრუნველყოფს კბილების, კანის, ფრჩხილების, თმის ჯანმრთელობას.

Იოდი საკვებში:

ზღვის პროდუქტები – წითელი და ყავისფერი წყალმცენარეები, ჰალიბუტი, ვირთევზა, ქაშაყი, კრევეტები, ხახვი, ზღვის მარილი, მოლუსკები.

ძროხის ღვიძლი,  რძე; ხახვი, მჟავე, კომბოსტო, სტაფილო (თუ იზრდება იოდით მდიდარ ნიადაგში). კვერცხი

ნაწილობრივ იოდი მოდის წყალთან ერთად.

იოდის შემცველობის მიხედვით, მოცვი ნამდვილი ჩემპიონია, მისი 100 გრამი
შეიცავს 350მკგ იოდს.

ცილისა და B ვიტამინის გარდა, ინდაური ხორცი საკმაო რაოდენობით იოდს
შეიცავს. 100გრამში 37 მკგ.

იოდის რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის არის 150 მგ, მაქსიმალური დასაშვები მიღება 300 მგ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაჩვენებელი იზრდება 175-200 მგ-მდე.

Იოდის დეფიციტი ჩნდება, თუ მიკროელემენტების რაოდენობა დღეში 10 მკგ-ზე ნაკლებია.

დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებები გამოირეცხება ნიადაგის ზედაპირიდან თოვლის, ყინვის, წვიმის, ქარის, წყალდიდობის და მდინარეების გამო. ასეთ ნიადაგზე მოყვანილ ყველა მარცვლეულ კულტურას აქვს იოდის დეფიციტი – 10 მკგ/კგ ნაცვლად 1 მგ/კგ.

იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება – ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება.

იოდდეფიციტი და, შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები