აღმოაჩინეთ ძირას ნახარშის ყოველდღიური სანმრთელობის სარგებელი !

439

 აღმოაჩინეთ ძირას ნახარშის ყოველდღიური სანმრთელობის სარგებელი !

ძირა შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს, როგორიცაა:

ფიტონუტრიენტები, როტინი, კრიპტო-ქსანთინი, კეტონი, ტრიაცილგლიცეროლი, ლიმონენი, ფლავანოიდები, ისოფლავანოიდები, ფლავანოიდ გლიკოზიდები, მონოტერფენოიდ გლუკოზიდები, ალკალოიდები, კემფოროლი, ფიტოსტეროლი, და ა.შ

ძირას სასარგებლო თვისებები

ძირას თესლი შეიცავს ფიტოსტეროლს, რაც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ძირას თესლის შემადგენობაში შესული კუმინალდეიდს, თიმოლს და ფოსფორს აქვთ ძლიერი დეტოქსიკაციის უნარი და ეხმარებიან ორგანიზმს ტოქსნებისგან განწმენდაში, თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ა.შ

  1. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას.
  2. ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში.
  3. აძლიერებს პერისტალტიკას.
  4. იყენებენ ატონიის სამკურნალოდ.
  5. გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები.
  6. გამოიყენება ნაწწლავთა მეტეორიზმის დროს.
  7. ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
  8. აძლიერებს რძის სეკრეციას.
  9. გააჩნია სპაზმოლიზური თვისებები.
  10. ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას.
  11. თრგუნავს საშვილოსნოს შეკუმშვას.
  12. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  13. აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას.
  14. ასტიმულირებს თირკმლის მუშაობას.
  15. იყენებენ გაციების და მშრალი ხველის დროს.
  16. აქვს შარდმდენი ფუნქცია.
  17. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
  18. გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
  19. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების, ასთმის, ბრონქიტის სამკურანლოდ.
  20. აქვს ნაღველმდენი ფუნქცია.
  21. გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ.
  22. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
  23. გამოიყენება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად.
  24. აუმჯობესებს მეხსიერებას.
  25. ასტიმულირებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას.

ანემია

ძირას თესლი შეიცავს რკინის დიდ რაოდენობას (66 მილიგრამი ყოველ 100 გრამში), რკინის დღურ ნორმაზე 5-ჯერ მეტს. რკინა კი არის ცილა ჰემოგლობინის ძირითადი კომპონენტი. ჰემოგლობინი ერითროციტებს და შესაბამისად სისხლს აძლევს წითელ შეფერილობას. ამის გამო კუმინი გამიყენება ანემიის სამკურნალოდ. ამცირებს ანემიის სიმპტომებს: გადაღლილობას, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს და ა.შ

იმუნური სისტემა

კუმინის თესლს იმუნურ სისტემაზე კომპლექსური მომქედება აქვს, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, C და A ვიტამინებს, ისინი აუმჯობესებენ ორგანიზმის დაავადებასთან ბრძოლის უნარს. ამის გამო კვლიავი გამოიყენება გაციების დროს, ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას და ა.შ.

მონელება

კვლიავის თესლის შემადგენლობაში შესული კუმინალდეიდი ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლის მოქმედებას, რაც აუმჯობესებს ნახშირწყლების დაშლას პირის ღრუში.

ძირა შეიცავს ნივთიერება თიმოლს, რომელიც ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას და კუჭის წვენის სეკრეციას, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭში, ცილების დაშლას და ა.შ

ძირა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას, ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, აძლიერებს პერისტალტიკას. ძირას თესლი აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას, რაც ეხმარება ორგანიზმს ცხიმების წვასა და სწრაფად კლებაში.

ლაქტაცია

ძირას თესლი ასტიმულირებს რძის სეკრეციას. იგი შეიცავს კალციუმის დიდ რაოდენობას (900 მილიგრამს ყოველ 100 გრამში). კალციუმის დღიური ნორმის 90%-ს. კალციუმი კი რძის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტია. ასე რომ, რეკომენდირებულია ძირას მიღება ლაქტაციის პერიოდში.

ძირას მიღების წესი:

მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ძირას თესლი ჭამის შემდეგ დღეში ერთხელ.

მოამზადეთ ნახარში:

ერთ ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩ.კ კოვზი ძირა და გააჩერეთ ნახევარი საათი თავდახურულ მდგომარეობაში. შემდეგ ნელნელა დალიეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia