არ გადაყაროთ ნივრის ღეროები !  ბევრმა არც კი იცის მათი სარგებლობის შესახებ!გემრიელი და წარმოუდგენლად ჯანსაღი!

1835

არ გადაყაროთ ნივრის ღეროები !  ბევრმა არც კი იცის მათი სარგებლობის შესახებ!გემრიელი და წარმოუდგენლად ჯანსაღი!

Ზაფხულის დადგომასთან ერთად, მებოსტნეები ჩვეულებრივ ჭრიან ნივრის ღეროებს ისე, რომ ბოლქვებს მეტი საკვები ნივთიერებები ჰქონდეთ. ნუ იჩქარებთ ასეთი ღეროების გადაყრას - ისინი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღი!

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის ღეროები სენდვიჩებისთვის, სოუსებისთვის და სხვა. ამრიგად, თქვენი საკვები გახდება ბევრად უფრო ჯანსაღი. ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს დიდი სარგებელი ორგანიზმისთვის:

ნივრის მწვანე  ღეროები, პირველ რიგში, მდიდარია C ვიტამინით - მწვანე ხახვში კი რამდენჯერმე ნაკლებია!! ნივრის ღეროებს ცოტა კალორია აქვს და თუ ფიგურის შენარჩუნებაზე ზრუნავთ , მაშინ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამის გარკვევა.

ნივრის ღეროები მდიდარია რკინით — ვაშლზეც მეტადაც კი! ასევე ღეროებში არის გოგირდი, კალციუმი - ეს ყველაფერი პროდუქტს დამახასიათებელ სუნს ანიჭებს. ამ ღეროების  ეთერზეთს ხშირად იყენებენ - რადგან შეიცავს ბევრ ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელიც ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების და მიკრობების განვითარებას.

ნივრის ღეროები დადებითად მოქმედებს გულის და სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, სასარგებლოა  ათეროსკლეროზის, თრომბოზის დროს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ნივრის ღეროები მართლაც წარმოუდგენლად ჯანსაღია!

 

ჩვენ გთავაზობთ მათ მომზადებას ზამთრისთვის ამ მარტივი რეცეპტის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაამდიდროთ  ჩვეულებრივი კვების მენიუ,  არამედ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ასეთი წესით შეინახეთ ნიორი ზამთრისთვის.

საჭირო ინფრედიენტები:

  •  0,5 კგ  ნიორის ღეროები,
  •  3 ჩ.კ მარილი
  • 2 ცხარე წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
  •  0,5 ჩ/კ დაფქული ქინძი.

მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ ღეროები. დავჭრათ  და ყველა ინგრედიენტთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში.   უნდა მიიღოთ პასტის მსგავსი კონსისტენცია.  მოათავსეთ  სილიკონის ფორმებში და ჩადგით მაცივარში, უმჯობესია საყინულე. საყინულეში  შეიძლება გავაჩეროთ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ სისტწემატურად გამოიყენებთ ბევრად ადრე გაგითავდებათ.

გოგირდის შემცველობის წყალობით ნიორი ებრძვის სტაფილოკოკებს, დეზინტერიისა და ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს. ასევე ებრძვის პათოგენურ სოკოებს. ნივრის სულფიდები, შხამის თავისუფალ მოლეკულებს აწებებენ, ანუ უმოქმედო მდგომარეობაში აქცევენ, სანამ ისინი დაიწყებენ მოქმედებას. ნიორი იმდენად ძლიერია, რომ შხამის მოლეკულები უმოქმედო მდგომარეობაში იმდენხანს იმყოფებიან სანამ ორგანიზმი გარეთ არ გამოდევნის მათ.

მისი კიდევ ერთი ძლიერად გამოხატული თვისება არის ანთებების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე არსებობს გამოკვლევები რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის ეფექტური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად.

frenis kompensacia
frenis kompensacia